ვიქტორია ბექჰემის ოთხივე შვილი ერთი და იგივე დაავადებით იტანჯება, რომელიც დედისგან გამოჰყვათ | Allnews.Ge

ვიქტორია ბექჰემის ოთხივე შვილი ერთი და იგივე დაავადებით იტანჯება, რომელიც დედისგან გამოჰყვათ

ბექჰემების ოჯახი ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრშია. ყველა დეტალი, რაც ამ ოჯახის თითოეულ წევრს უკავშირდება, საჯარო განხილვის თემა ხდება. ჯერ დევიდის გაუთავებელ ღალატზე წერდნენ, შემდეგ წყვილის შესაძლო განქორწინებაზე.   ამ ყველაფრის მიუხედავად, ცოლ-ქმარი სოციალურ ქსელში ბედნიერი ოჯახური ფოტოების გამოქვეყნებას აგრძელებს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს უბრალო ფარსია და ამით ბექჰემები თვალს უხვევენ საზოგადოებას, ზოგს კი უხარია, რომ შესაძლო განქორწინება მხოლოდ ჟურნალისტების მოგონილი ჭორია.   ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ვიქტორიამ პრესას გაანდო, რომ ბავშვობაში დისლექსიით იტანჯებოდა. დისლექსია კითხვისა და წერის უნარის არარსებობაა. ვიქტორიამ ისიც თქვა, რომ სკოლაში ამის გამო სწავლა ძალიან უჭირდა. საბოლოოდ, მან თვითდისციპლინის წყალობით, მაინც მიაღწია წარმატებას.   სამწუხაროდ, დაავადება მემკვიდრეობითია და ვიქტორიას ოთხივე შვილს გამოჰყვა. უფროსი შვილი,  ბრუკლინი, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობდა, იძულებული გახდა პირველი კურსის შემდეგ სწავლა მიეტოვებინა. თუმცა მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ დისლექსია გახდა სწავლაზე გულის აცრუების მიზეზი, არ არსებობს. ადრე ოჯახთან დაახლოებული წყაროები ამბობდნენ, რომ ბრუკლინს უბრალოდ ოჯახი ენატრებოდა და ამიტომ გაცვალა სწავლა სამსახურზე.

როგორც ვხედავთ, დაავადებას ვიქტორიასთვის ხელი არ შეუშლია, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება  ჯერ Spice Girls-ში, შემდეგ კი მოდის სამყაროში  მოეხდინა. მისი შვილებიც, ალბათ, მეცნიერები ვერ გახდებიან, მაგრამ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნას ნამდვილად შეძლებენ. mshoblebi ბრუკლინ ბექჰემი მაგალითად, ბრუკლინზე სამოდელო სააგენტოებს ნამდვილი ნადირობა ჰქონდათ გაჩაღებული, მაგრამ ბიჭს გულმა ფოტოგრაფიისკენ გაუწია და უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი ფოტოებიც გამოსდის. ბრუკლინი არც მამის კვალს არ გაჰყვა და სპორტული კარიერა არ მოისურვა.   ბექჰემების მომდევნო შვილი,  რომეო ჩოგბურთითაა გატაცებული. ბიჭი ძალიან ღელავდა, რომ  მისი გატაცება მამას ცუდად არ მიეღო. "ბრუკლინი პირველი იყო, ვინც განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაშს არ აპირებს. შემდეგ რომეომაც იგივე გაიმეორა. მახსოვს რომ მითხრა, არ მინდა, მამას იმედები გავუცრუვოვო. მე კი უპასუხე, რომ მამისთვის მთავარი მისი ბედნიერება იყო. ახლა ყოველდღიურად ჩოგბურთს თამაშობს" - ამბობს ვიქტორია.   mshoblebi რომეო ბექჰემი პატარა ჰარპერთან ერთად    კრუზი მუსიკითა და ცეკვითაა გატაცებული. ვინ იცის, იქნებ ოდესღაც დედამისივით რომელიმე პოპულარული ჯგუფის წევრიც გახდეს (თუმცა ვიქტორიამ აღიარა, რომ სიმღერა არ გამოსდის და მისი შესრულება, ძირითადად, ფონოგრამაზე პირის გაღებით შემოიფარგლებოდა). mshoblebi კრუზი მამასთან ერთად   განაგრძეთ კითხვა