როგორ გამოიყურება სამსართულიანი სახლი წყნეთში, რომელიც 6 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო) | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება სამსართულიანი სახლი წყნეთში, რომელიც 6 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)

წყნეთში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 6 477 000 ლარს (1 950 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 951 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი 800 კვ.მ.

ამასთან, სახლს აქვს 8 ოთახი, აქედან 6 საძინებელი.

"იყიდება კერძო სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, წყნეთის ყველაზე საუკეთესო ლოკაციაში. სახლის საერთო ფართობი: 951 კვადრატული მეტრი, საკუთარი ეზოთი 800მ2. საცურაო აუზით 12/7, რომელსაც აქვს წვდომა სახლის შიდა ფართში მდებარე გასახდელი და საშხაპე ოთახიდან. სახლი მდებარეობს სამთავრობო აგარაკების ზონის მიჯნაზე, მას აქვს პირდაპირი წვდომა ამ ზონის მრავალჰექტრიან საპარკო სივრცესთან. სახლს გააჩნია 8 ავტომობილზე გათვლილი საკუთარი ავტოფარეხი. სახლში განთავსებულია 5 საძიენებელი ოთახი, საკუთარი 5 სველი წერტილით, გარდერობების ოთახებით. აქედან 3 დამოუკიდებელი აპატრამენტია. დუპლექსური ტიპისაა, მისაღები ოთახით, საძინებლით, აივნითა და სველი წერტილებით. სახლში კიდევ ერთი მთავარი და ერთიც სტუმრის მისაღები საძინებელია. სახლს აქვს 2 სამზარეულო, ბიბლიოთეკა, კაბინეტი, გარდერობი, მისაღები სივრცეებით, 9 სველი წერტილი, 2 ბუხარი, 1 ტერასა (90 კვ. მეტრი) და 5 აივანი. სახლის ინტერიერსა და ექსტერიერში გამოყენებულია ბრინჯაოს ნაკეთობები"- აღნიშნულია განცხადებაში.

19-8d224c77-eb4d-453b-b5a2-2d7e3edb3ed7-1612794967.jpg

19-61b04dc8-5c21-4266-87ae-5af71171e6c8-1612794989.jpg

16-6a68251b-20c0-466d-aecc-be4403e56b19-1612795011.jpg

 

14-36049375-216b-4921-b692-da23908f248e-1612795064.jpg

10-d6a5fbf5-5ae4-4fe0-b361-0e21dfba5b4a-1612795088.jpg

7-739bac50-b9a3-48e6-bf2d-a5783b27c5d3-1612795144.jpg

იხილეთ უფრო მეტი ფოტო