ჯონჯოლი- მცენარე, რომელიც აფერხებს შაკიკის განვითარებას | Allnews.Ge

ჯონჯოლი- მცენარე, რომელიც აფერხებს შაკიკის განვითარებას

ერთ–ერთი ქართული აპეტაიზერი, რომელიც გამოირჩევა უამრავი სასარგებლო თვისებით, არის ჯონჯოლი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას უწოდებენ ჟონჟოლს, კაპარს, კამპარს, თხაკაკალს.

აძლიერებს მეხსიერებას და ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, აღადგენს ნაწლავების მუშაობას, არბილებს ხველას, არეგულირებს რეპროდუქტიული სისტემის მუშაობას ორივე სქესში. ჯონჯოლის მუდმივი მიღებისას მალე ხორცდება ჭრილობები, ფერხდება ჩირქოვანი პროცესების განვითარება; მოტეხილობების შემდეგ ხელს უწყობს დაზიანებული სახსრის მალე აღდგენას, აფერხებს შაკიკის განვითარებას. 

გიზიარებთ ჯონჯოლის შეკმაზვის რეცეპტს:

 

ინგრედიენტები: 

1. პიკელებული ჯონჯოლი - 500 გრ

2. ძმარი - 2 ც.კ.

3. ზეთი - 2 სთ ( უმჯობესია არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი )

4. ხახვი - 100 გრ

5. ქინძი და მარილი გემოვნებით

 

მომზადება: 

ჯონჯოლს დაასხით ზეთი და ძმარი. თქვენი გემოვნებით დაუმატეთ ხახვის პატარა რგოლები და დაჭრილი ქინძი, ნაზად აურიეთ. ჯონჯოლისგან დამზადებული ეს სალათი ძალიან უხდება შემწვარ კერძებს. განსაკუთრებით კი ლობიოსა და მჭადს. 

ჯონჯოლს უკუჩვენებები არა აქვს. მისი მიღება არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალური აუტანლობის დროს.