როგორი იქნება ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი | Allnews.Ge

როგორი იქნება ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სარემონტო სამუშოები დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ახალი ტერმინალი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები. ბოლო ეტაპზეა შიდა ინტერიერის მოწყობა. სარემონტო სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ მოინახულეს. გაწეული სამუშოების შესახებ ინფორმაცია მათ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ გააცნო.

პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე ამუშავდა. დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. განაგრძეთ კითხვა

qutasii1-1612609177.jpgqutaisii-1612609168.jpg

qutaisiiii-1612609226.jpg