როგორ გამოიყურება ულამაზესი სახლი რაჭის ტყეში, რომელიც ცნობილმა დეკორატორმა 6 დღეში ააშენა | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ულამაზესი სახლი რაჭის ტყეში, რომელიც ცნობილმა დეკორატორმა 6 დღეში ააშენა

ბოლო დროს ბევრი ადამიანი ცდილობს, დედაქალაქიდან გავიდეს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მიაშუროს და იქ შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარი ხელით ხის, თუ სხვა ტიპის სახლი ააშენოს...

2019 წლის ზაფხულში მხატვარ-დეკორატორმა ვანო ჭელიძემ მეგობრების დახმარებით, რაჭაში, 6 დღეში ხის სახლი ააშენა. ამ თემას, ცოტა ხნის წინ, ვანო ჭელიძის ინტერვიუში მოკლედ შევეხეთ, რადგანც საუბას სხვა მიმართულება ჰქონდა.

თბილისის წლევანდელი ნაძვის ხის ავტორს, დედაქალაქის სადღესასწაულოდ მოწყობის გამოცდილებასა და მის არა ერთ პროეტზე ვესაუბრებოდით. თუმცა რაჭაში 6 დღეში აშენებული ხის სახლთან დაკავშირებით მკითხველს კითხვები გაუჩნდა, გაუკვირდათ და დაინტერესდნენ - ასე მცირე დღოში სახლის აშენება როგორ მოახერხაო?!

თუ როგორ შეძლო ჩვენმა რესპონდენტმა ეს, ამაზე თავად ახლა გვიამბობს:

"ამბროლაურის რაიონის სოფელი ნამანევში დაიბადა ჩემი ბაბუა. იქ მოსახლეობის უმეტესობა ჭელიძეა, სადაც ბაბუის შთამომავლებიც ცხოვრობენ. ჩემს ნათესავებთან ხშირად ჩავდიოდი... ერთხელაც სურვლი გამიჩნდა და მათთან ვთქვი - აქ სახლს შევიძენდი-მეთქი. ეს მოვინდომე კიდეც, მაგრამ პირველ ცდაზე არ გამომივიდა, შემდეგ უკვე ნათესავებმა მოინდომეს, დამხმარებოდნენ. ბიძაჩემის ცოლმა სოფელში ერთი ადგილის ნახვა შემომთავზა - თუ მოგეწონებაო...

ნამანევი თავის დროზე დიდი სოფელი იყო, 500-მდე კომლი ყოფილა, მაგრამ ახლა იქ უკვე ბევრი ნასახლარია, ზამთარში სულ 5-6 ოჯახი რჩება... მოკლედ, ნაკვეთი, რომელიც მაჩვენს, მომეწონა. მოსწორებული ადგილი არ მომწონს, ჩემთვის პრიორიტეტული კარგი ხედია და ადგილი სწორედ ხედის გამო მომეწონა... საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ის ტერიტორია მაჩუქეს. რაღაცნაირად მათი დიდი ინიციატივა იყო, იქ დავსახლებულიყავი. ადამიანმა, ვინც მაჩუქა, მითხრა, გამიხარდება, თუ ჩემების ნასახლარზე სახლს აშენებო... სახლამდე ძველი საურმე გზა იყო და ისიც ჩაშლილი, ტრაქტორს მოვაწორებინე. ახლა იქ უკვე ლამაზი ბილიკია, სადაც ჩემი მანქანითაც ავდივარ...

- და ერთ დღესაც იქ სახლის ასაშენებლად ჩახვედი?..

- კი, ჩემს მანქანაში ჩავაწყე დაჭრილი ფანერები, არმატურა, ცემენტი, ქვიშა და რაჭაში წავედი. წამყვა მეგობარი. როგორც მქონდა სახლი წარმოდგენილი, იმის მიხედვით ჯერ საძირკვლის დამუშავება დავიწყე. თავიდან მოვხაზე, მერე თოკები გავავლე, ფაქტობრივად, სახლი ჯერ თოკებით ავაწყე. დიდი სიზუსტე მჭირდებოდა, 2 სმ-იც რომ არასწორად მომეზომა, ისეთი, ვერ გამოვიდოდა, როგორიც მინდოდა.

17 აგვისტოს 3-4-მა კაცმა ორმოები ამოვთხარეთ, ფანერებით კვადრატები შევკარით, არმატურები ჩავულაგეთ და კოლონები ბეტონით ჩავსხით. ბეტონს გაშრობა უნდოდა და ამიტომ, თბილისში დავბრუნდი. აქ ვიყიდე სახურავის მასალა, ფიცრებ... საჭირო ზომებზე დავჭერი, კარ-ფანჯრები დავამზადებინე და ამ ყელაფრით თავის აბაზანა-უნიტაზით სატვირთო მანქანა გავავსე, ჩემს ბიძაშვილთან და კიდევ ორ თანამშრომელ-მეგობრებთან ერთად რაჭაში წავედი. იქ კდევ 2 ადამიანი შემოგვემატა და 24 აგვისტოს ნელ-ნელა მუშაობით, 6 დღეში სახლი გავმართეთ.

იმ დღეებში დასაძინებლად სხვა სოფელში მივდიოდით, სხვა საშუალება არ იყო. მეორე დღეს დილას ძალიან ცხელოდა და 4 საათამდე მუშაობას ვერ ვაახლებდით. ამიტომ გვიანობამდე პროჟექტორის შუქზე ვშრობდით. 29 აგვისტოს დავასრულეთ ყველაფერი და 30 აგვისტოს, ჩემს დაბადების დღეს ახალსახლობა და იუბილე ერთად აღვნიშნე. იმ დროისთვის ავეჯიც ჩამომივიდა, ჩემი ოჯახიც ცამოვიდა და სტუმრებიც მივიღე.

- რით თბება სახლი?

- კარგი თბოიზოლაცია მაქვს გაკეთებული, კედლები ორმაგია, გარედან ტენის დამცავია გამოყენებული. სახლში ღუმელი დგას და იქაურობას სრულიად ყოფნის. ახალწლამდეც ვიყავით, ახალი წლის მერე რამდენჯერმე და არც ერთხელ არ შეგვცივნია. სახლი 2 სართულ ნახევარია. პირველი 50 კვ-მია, მეორე - 40 და ზემოთ კიდევ 2 პატარა ანტრესორია - 8-8 კვმ-ის საძინებლები.

- ინტერიერი როგორ მოპირკეთდა?

- შიგნით კედლები ნაწილობრივ ხით მაქვს მოპირკეთებული, ასევე არის თაბაშირიც. ზაფხულში სამღებრო სამუშაობებს ვაპირებ, რაღაცები კიდევ დასასრულებელია. სახლს აქვს ორი ტერასა და გასაშლელი აუზი, რომელსაც ასევე ტერასა მოვუწყე.

განაგრძეთ კითხვა

myquiz