რატომ ფიქსირდება კორონავირუსზე ტესტირებისას შეცდომები | Allnews.Ge

რატომ ფიქსირდება კორონავირუსზე ტესტირებისას შეცდომები

დაავადების პირველ სტადიაზე, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი ვირუსი მრავლდება, ხოლო მისი მტარებელი კი ინფექციის გამავრცელებელია. ადამიანების 40% ვირუსს იღებს უსიმპტომო მტარებლებისაგან. პირველი სტადიის დასრულების შემდეგ, იწყება მეორე სტადია, სადაც სიმპტომები უკვე თვალსაჩინოა. თუმცა გარკვეული რაოდენობის ადამიანებს დაავადება პირველი სტადიის იქით აღარ უვითარდებათ.

პირველ სტადიაზე ვირუსის დათრგუნვა ხდება ინტერფერონების ხარჯზე, რომელიც ქმნის ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას. მან შეიძლება დაამარცხოს შეჭრილი ვირუსი, ისე, რომ არ გამოიტყორცნოს ანტისხეულები. ამიტომ ანტისხეულებზე ანალიზი კორონავირუსით დაავადებულ ადამიანში შეიძლება იყოს უარყოფითი.

მეორე ფაზაზე ვლინდება სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, ქოშინი. ამ სტადიაში ვირუსი ჯერ კიდევ მრავლდება. სწორედ ამ დროსაა საჭირო ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება, რასაც ითვალისწინებს CОVID-19-ის თერაპია. ამას გარდა ორგანიზმი რთავს დამატებით დაცვას. დაახლოებით მეორე სტადიის შუა პერიოდში იწყება ანტისხეულების გამომუშავება. ამ სტადიაზე ვირუსი შეიძლება დამარცხდეს გამომუშავებული ანტისხეულებით. უარეს შემთხვევაში დაავადება შეიძლება გართულდეს, ანთებითი პროცესი გაგრძელდეს და გადავიდეს დაავადება შემდეგ, უფრო მძიმე სტადიაზე. მესამე სტადიაზე შეიძლება განვითარდეს ციტოკინური შტორმი. სწორედ ამ სტადიაზე დგება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე ადამიანის გადაყვანის საკითხი.