აიცრებიან თუ არა საქართველოში ის ადამიანები, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა | Allnews.Ge

აიცრებიან თუ არა საქართველოში ის ადამიანები, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა

ამირან გამყრელიძემ ტვ-პირველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში არ იქნებიან ის ადამიანები, ვინც უკვე გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია. გარდა ამისა, არ აიცრება ვირუსგადატანილი მედპერსონალი.

პირველ რიგში აცრიან იმ მედიკოსებს, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უწევს ურთიერთობა. პრიორიტეტულ ჯგუფში იქნებიან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, რისკ-ჯგუფში მყოფნი.

კითხვაზე: როდის დასრულდება ეს ყველაფერი, როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, - ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ მისი ვარაუდით, დაახლოებით 1-1,5 წლის შემდეგ მსოლფიო თანდათან დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს.