ქართველი ემიგრანტის წარმატებული ისტორია აშშ-ში - სესხით დაწყებული ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვაც ახლა 2.4 მილიონი დოლარია | Allnews.Ge

ქართველი ემიგრანტის წარმატებული ისტორია აშშ-ში - სესხით დაწყებული ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვაც ახლა 2.4 მილიონი დოლარია

ამერიკაში 6 წლის წინ ჩავიდა, ბიზნესი მეგობართან ერთად სესხით დაიწყო. დღეს კი მის მიერ დაფუძნებული WFT Logistics Inc-ი რამდენიმე ათეულ ტრაილერს ფლობს და წლიური ბრუნვა 2.4 მილიონი დოლარია. ეს ქართველი ბიზნესმენის ნიკო ფურცელაძის 6-წლიანი ემიგრაციის ისტორიაა აშშ-ში. თუმცა, ამაზე გაჩერებას არ აპირებს და საქართველოს პოპულარიზაციისთვის გეგმები უკვე აქვს.

გადამზიდავი კომპანია WFT Logistics Inc-ის დამფუძნებელი "ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ ბიზნესის დასაწყებად აშშ-ში მთავარი კარგი საკრედიტო ისტორიაა. მისთვის მთავარი სირთულე კი ამ ისტორიის არარსებობა იყო.

"აშშ-ში ჩამოსვლამდე 18 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოში. ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება პირდაპირ კავშირშია ამ ქვეყანასთან. სახელმწიფო სამსახურში, ჩემი კარიერის დასრულების შემდეგ, წამოვედი ამერიკაში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. მთავარი სურვილი იყო ბედის ცდა კერძო სექტორში, ჩემი გამოცდილების და უნარებისთვის, ეს იყო ახალი გამოწვევა და მინდოდა აქ მესინჯა ჩემი თავი.

6 წლის წინ დავიწყეთ ცხოვრება ტეხასის შტატ დალასში. ბუნებრივია, თავიდან ვიყავი ჩვეულებრივი ემიგრანტი. ბიზნესი, მეგობართან ერთად, სესხით დავიწყე. მინიმალური თანხა გვქონდა, რაც ლიცენზიების მისაღებად იყო საჭირო. პირველი წლები ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან არ გვქონდა საკრედიტო ისტორია, რომელიც აშშ-ში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა მაინც შევძელით ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება. სექტორი, სადაც ვსაქმიანობთ, ლოჯისტიკა, ადგილობრივი გადაზიდვებია", - აცხადებს ფურცელაძე.

ბიზნესის დაწყებიდან 6 წლის შემდეგ, WFT Logistics Inc-ი ამ ეტაპზე რამდენიმე ათეულ ტრაილერს ფლობს და წლიური ბრუნვა 2.4 მილიონი დოლარია, თუმცა ნიკო ფურცელაძის თქმით, პანდემიის დროს ბიზნესის გადარჩენა სახელმწიფო შეღავათების გარეშე რთულად წარმოსადგენი იქნებოდა.

"აქ (აშშ-ში) ძალიან ბევრი ბიზნესი უბრალოდ, გაკოტრდა პანდემიის დროს. რაც შეეხება, უშუალოდ ჩვენს ბიზნესს, შეიძლება ითქვას, რომ გავაკეთეთ სწორი გათვლები, რაშიც გამოცდილება დაგვეხმარა ფორსმაჟორში მუშაობის დროს. ამან გამოიწვია, ჩემი კომპანიის არა მხოლოდ გადარჩენა, განვითარებაც კი. პანდემიის პერიოდში 300%-ით გაიზარდა ჩემი კომპანიის ბრუნვაც და შემოსავალიც წაიკითხეთ ვრცლად