სპეციალური უფლებები, რომლითაც პარლამენტის წევრები სარგებლობენ | Allnews.Ge

სპეციალური უფლებები, რომლითაც პარლამენტის წევრები სარგებლობენ

მე-10 მოწვევის პარლამენტში უკვე მეორე ოპოზიციური პარტიაც იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ გუშინ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება გამოაცხადეს.

ცნობისთვის, 150-წევრიან პარლამენტში "ქართული ოცნების" - 90 და "ევროპელი სოციალისტების" 4 დეპუტატი უკვე იყვნენ წარმოდგენილი და მათ რიგებს ახლა 2 დეპუტატიც დაემატება.

საინტერესოა, რა სპეციალური უფლებების სარგებლობა შეუძლიათ პარლამენტის წევრის სტატუსის მქონე ადამიანებს. ამ უფლებამოსილებებს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს. კერძოდ, როგორც რეგლამენტშია გაწერილი:

 
  • უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში და რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის მოთხოვნა.
  • პარლამენტის წევრს უფლება აქვს: ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
  • საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას: შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;
  • პარლამენტის წევრს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება;
  • პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს;
  • პარლამენტის წევრი წელიწადში სარგებლობს 30 კალენდარული დღის ოდენობის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად;
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პარლამენტის წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში − ადაპტირებული ან სპეციალური) და ენიშნება თანმხლები პირი;
  • პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ჰყავდეს თანაშემწე. თანაშემწეთა რაოდენობას განსაზღვრავს პარლამენტის წევრი ამ მიზნით გათვალისწინებული ხარჯების ფარგლებში;
  • პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა; განაგრძეთ კითხვა