20 000 დოლარად გაყიდული ბერნის თოჯინა და ბერნის ჰუდები - სენატორის პოპულარობა მწვერვალებს იპყრობს, მიმებზე კი თავადაც იცინის | Allnews.Ge

20 000 დოლარად გაყიდული ბერნის თოჯინა და ბერნის ჰუდები - სენატორის პოპულარობა მწვერვალებს იპყრობს, მიმებზე კი თავადაც იცინის

სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიის მთავარი ვარსკვლავი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ინაუგურაციიდან უკვე საკმაო დრო გავიდა, ბერნის ცნობილ ფოტოსთან და ხელთათმანებთან დაკავშირებული მიმები არ წყდება. ყოველ დღე სოციალურ ქსელში ახალ-ახალ სახალისო ფოტოს ვხედავთ.

ალბათ, გაინტერესებთ რა რეაქცია ჰქონდა თავად სენატორს მიმებთან დაკავშირებით. ინაუგურაციის შემდეგ ბერნი სეთ მეიერის ღამის შოუს ესტუმრა სადაც 79 წლის პოლიტიკოსს მიმებზე ჰკითხეს. წამყვანი ასევე იმითაც დაინტერესდა, თუ რატომ იჯდა ბერნი ინაუგურაციაზე ისეთ ფორმაში:

"მე უბრალოდ ვიჯექი და გათბობას ვცდილობდი, ვცდილობდი ყურადღებით დავკვირვებოდი მიმდინარე მოვლენებს“, - თქვა სენატორმა. მანვე აღნიშნა, რომ ხელთათმანები ვერმონტელმა ქალმა მოუქსოვა, რომელიც "უაღრესად წესიერი და კეთილშობილი ადამიანია." სანდერსის თქმით, მისი ხელთათმანების ავტორი სკოლის პედაგოგია.

ახლა კი, როცა ასეთი აჟიოტაჟია საზოგადოებაში, ქალის მიმართაც უფრო დიდი ყურადღებაა, რის გამოც ის ცოტა აღელვებულია.

როგორც მოგვიანებით მედიაში დაიწერა, სენატორის ხელთათმანების ავტორი უამრავ შეკვეთას იღებს, თუმცა არ შუძლია ხელთათმანი ყველა მსურველს მოუქსოვოს, რადგანაც მოთხოვნა ისეთია, რომ მათი დაკმაყოფილება უბრალოდ წარმოუდგენელია.

აღსანიშნავია, რომ შოუს წამყვანმა ბერნის რამდენიმე პოპულარული მიმი უჩვენა, რაზეც სენატორმა გულიანად გაიცინა და თქვა, რომ ყველა მათგანი ნანახი ჰქონდა.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთმა ხელოვანმა ბერნის თოჯინა შექმნა. თოჯინა აუქციონზე 20 000 დოლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბერნიმ პოპულარობა ქველმოქმედებისთვის გამოიყენა, მან შექმნა ჰუდები და მაისურები თავისი ფოტოს პრინტით, რომელზეც წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა, შესულ თანხას კი სენატორი ქველმოქმედებას ახმარს. ჰუდის ღირებულება 45 დოლარია.