სახლები პარიზსა და თბილისში... - რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი და რა თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში? | Allnews.Ge

სახლები პარიზსა და თბილისში... - რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი და რა თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში?

2018 წლის მიწურულს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე, გასულ წელს, ხელფასის სახით 66 240 ლარი აიღო.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, საქართველოს პრეზიდენტის საკუთრებაშია: 2006 წელს შეძენილი 126,33 კვ.მ სახლი თბილისში, ასევე, 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც 160 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის სახელზეა 60 კვ.მ სახლი საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში, რომლის ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს. განაგრძეთ კითხვა