ვის შეეზღუდება დღეს ელექტროენერგიის მიწოდება?- სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება | Allnews.Ge

ვის შეეზღუდება დღეს ელექტროენერგიის მიწოდება?- სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 27 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის" ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის და ბესიკის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის, გოგოლის, ჩუბინაშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III დასახლების I მიკრორაიონის, ილია სუხიშვილის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის და გუმათჰესის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

myquiz