ვისთვის არ არის რეკომენდებული კარტოფილის ხშირად ჭამა? | Allnews.Ge

ვისთვის არ არის რეკომენდებული კარტოფილის ხშირად ჭამა?

კარტოფილი თითქმის ყველას უყვარს და მას "მეორე პურსაც" ეძახიან ხოლმე. ამიტომ, ამ ბოსტნეულის მოყვარულები არც კი უშვებენ აზრს, რომ ის შეიძლება საზიანო იყოს, თუმცა ნუტრიციოლოგები ზოგჯერ სხვაგვარად ფიქრობენ.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კარტოფილმა, ვინ უნდა ამოიღოს ის კვებიდან და როგორ შევამციროთ პოტენციური რისკი.

კარტოფილი

 

კარტოფილი : სასარგებლო და საზიანო თვისებები

 

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები პოლიფენოლის 25%-ს კარტოფილიდან იღებს - ეს არის ყველაზე სასარგებლო ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს გულს, სისხლძარღვებს, ამცირებს დაბერების ტემპს და კიბოს განვითარების ალბათობას. 

 

1. დიაბეტი

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 85 000 პაციენტი. შედეგად დადგინდა, რომ კარტოფილის ხშირი მიღება იწვევს მეორე ტიპის დიაბეტს.

ამავე კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც კარტოფილს კვირაში 2-4-ჯერ მიირთმევდნენ 7%-ით უფრო ხშირად ემართებოდათ დიაბეტი, ვიდრე იმათ, ვინც კვირაში მხოლოდ ერთხელ მიირთმევდა. აღმოჩნდა, რომ კარტოფილი ფრი ყველაზე საშიშია, რადგან მისი მიღება კვირაში 3-ჯერ 19%-ით ზრდის დაავადების განვითარების რისკს.

 

2. ჰიპერტონია

კვლევებმა დაადგინეს, რომ ქალბატონებში, რომლებიც კვირაში 4-5-ჯერ მიირთმევდნენ გამომცხვარ ან მოხარშულ კარტოფილს, 11%-ით უფრო დიდი რისკია ჰიპერტენზიის განვითარების, ვიდრე მათში, ვინც კვირაში მხოლოდ ერთხელ მიირთმევს.

 

3. ალერგია კარტოფილზე

 

Allergies in Babies: Signs, Treatment & Prevention

ალერგიული რეაქცია კარტოფილზე საკმაოდ იშვიათია და ის ძირითადად ბავშვებში გვხვდება. სიმპტომები იგივეა, რაც ზოგადად პროდუქტების მიმართ ალერგიისას. ყველაზე ხშირი სიმპტომია გამონაყარი, რომელიც პროდუქტის ჭამისთანავე ჩნდება. ასევეა სუნთქვის გაძნელება, ლორწოვანი გარსის შესიება.

myquiz