დღის ფოტო- ფონიჭალაში ავტობუსის გაჩერებას ტანსაცმლის გასაყიდად იყენებენ | Allnews.Ge

დღის ფოტო- ფონიჭალაში ავტობუსის გაჩერებას ტანსაცმლის გასაყიდად იყენებენ

თბილისში, ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებას, ტანსაცმლის გასაყიდად იყენებენ. ფოტოს ფეისბუქგვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ფოტო ფონიჭალაშია გადაღებული.

 

"თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა VS ფონიჭალა" - წერია ფოტოზე, რომელმაც საზოგადოების ნაწილი იუმორის ხასიათზე დააყენა:

"აცადეთ ვაჭრობა, რა დროს ტრანსპორტია"

"გავიარე და ლამის ვიშოპინგე, აბა რა ვუყოთ"

"ტრანსპორტი არაა და გამოიყენა ადგილი " - წერენ ინტერნეტმომხმარებლები ფოტოს კომენტირებისას.