სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები | Allnews.Ge

სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები

ჯო ბაიდენს მრავალრიცხოვანი ოჯახი აქვს. ოჯახის წევრებს შორის კი განსაკუთრებული სკანდალურობით ჰანთერ ბაიდენი გამოირჩევა, ჯოს ვაჟი, რომელიც ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ის 1970 წლის 4 თებერვალს დაიბადა, დამთავრებული აქვს იელის უნივერსიტეტი, პროფესიით იურისტია და მისი საქმიანობაც ამ სფეროს უკავშირდება. გარდა ამისა, აქტიურად იყო ჩართული მამის საარჩევნო კამპანიაში.

  • გავიგოთ უფრო მეტი ჰანთერ ბაიდენის შესახებ:

50 წლის ჰანთერის ცხოვრება სკანდალებითაა სავსე, რომლებიც უკავშირდება როგორც პროფესიულ საქმიანობას, ასევე პირად ცხოვრებას. ყოფილი ვიცე- პრემიერის ვაჟი ჩინეთის მთავრობის სტრატეგიული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს მაშინ, როცა ის პეკინში დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა.

 

ჰანთერი 2014-2019 წლებში იყო კომპანია Burisma-ს ბორდის წევრი. ამ დროის განმავლობაში დონალდ ტრამპს ის არაერთხელ დაუდანაშაულებია კორუფციაში, თუმცა მტკიცებულებები არასდროს წარმოუდგენია.

ოქტომბერში "ნიუ იორკ პოსტი“ წერდა, რომ არსებობდა მყარი დისკის ასლი, რომელიც სავარაუდოდ, უმცროსი ბაიდენის კომპიუტერში შენახულ ინფორმაციას ინახავდა და მასზე იყო მტკიცებულებები ჰანთერ ბაიდენის სკანდალური ცხოვრების შესახებ - თუ როგორ ხარჯავდა ის ათიათასობით დოლარს სტრიპტიზ კლუბებში. ასევე, ფოტოები, რომლებზეც თრობის ქვეშ მყოფი ჰანთერ ბაიდენი იყო აღბეჭდილი.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ როგორც მედიაში წერდნენ, ყოველივე შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო რუსეთის მცდელობასთან, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის დროს მისი ოჯახის წევრებზე დეზინფორმაცია გაევრცელებინათ. იმ პერიოდში ბევრს საუბრობდნენ იმაზეც, რომ ჯო ბაიდენი შვილის საქმიანობის დასამალად თავის გავლენას იყენებდა.

ყოველივეს ჯო თავადაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ბინძური კამპანიის ნაწილი იყო. მანვე კატეგორიულად უარყო შვილის დასაცავად თავისი მდგომარეობის გამოყენება.

  • პირადი ცხოვრება

ჰანთერ ბაიდენი დაქორწინებულია სამხრეთ-აფრიკელ რეჟისორ, 32 წლის მელისა კოენზე. წყვილი 2019 წლის მაისში დაქორწინდა. 2020 წლის მარტში კი მათ პირველი საერთო შვილი, ვაჟი შეეძინათ. მელისა ჰანთერ ბაიდენის მეორე ცოლია.

ჰანთერის ამჟამინდელი ცოლი, მელისა

უმცროსი ბაიდენი მანამდე კეტლინ ბაჰლიზე იყო დაქორწინებული. წყვილმა 1993 წელს იქორწინა, კეტლინსა და ჰანთერს 3 შვილი ჰყავთ.

ჰანთერ ბაიდენი პირველ ცოლთან ერთად

 

  • სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან

ბაიდენების ოჯახის სკანდალური წევრი პირველ ცოლს 2016 წელს დაშორდა და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო ჰოლი ბაიდენთან, რომელიც მისი გარდაცვლილი ძმის, ბიუ ბაიდენის ქვრივია (ბიუ ბაიდენი ტვინის სიმსივნის დიაგნოზით 2015 წელს გარდაიცვალა).

ფოტოზე ჰოლი, ჰანთერის გარდაცვლილი ძმის ცოლი

აღნიშნულთან დაკავშირებით ჰანთერის მშობლებმა ჯო და ჯილ ბაიდენებმა მაშინ ერთობლივი განცხადებაც კი გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ მხარს უჭერდნენ შვილს: "ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჰანთერმა და ჰოლიმ ერთმანეთი იპოვეს, ამგვარი მწუხარების შემდეგ ისინი კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას“, - წერდნენ ბაიდენები.

ჰანთერისა და ჰოლის ურთიერთობა დიდხანს ვერ გაგრძელდა და წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა.

  • შვილი სტრიპტიზ-კლუბის თანამშრომელთან

2019 წლის მაისში ჰანთერ ბაიდენს არკანზასელმა ქალმა, 28 წლის ლუნდენ ალექსის რობერტსმა სასამართლოში უჩივლა. ის ირწმუნებოდა, რომ ჰანთერისგან შვილი ჰყავდა, რომელიც იმ დროისთვის 18 თვის იყო.

ქალი ამბობდა, რომ ბაიდენი ვაშინგტონში იმ სტრიპტიზ კლუბში გაიცნო, სადაც თავად მუშაობდა. 2020 წლის იანვარში სასამართლომ დაადასტურა რომ ჰანთერ ბაიდენი მართლაც იყო ამ ბავშვის მამა. თავდაპირველად ის უარს ამბობდა მამობაზე, თუმცა სასამართლომ მას ვალდებულებები დააკისრა პატარა დოს წინაშე.

ალექსის რობერთსი, ქალი, რომლისგანაც ჰანთერს შვილი ჰყავს

 

ჰანთერი ადრე დამოკიდებული იყო ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე და ამას არც თავად უარყოფს. "მე ამ სიბნელეში ვიყავი, გვირაბში ვიყავი, რომელსაც დასასრული არ უჩანდა“, - უთხრა მან "ნიუ იორკერს“ ერთ-ერთ ინტერვიუში.