რა პრობლემას უქმნის ადამიანის ორგანიზმს ღამის ცვლაში მუშაობა? | Allnews.Ge

რა პრობლემას უქმნის ადამიანის ორგანიზმს ღამის ცვლაში მუშაობა?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.

ღამის ცვლაში მომუშავე 223 პირის კვლევისას, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დღე ძილის პირობში, შარდში დნმ-ის აქტიური აღდგენის გვერდითი პროდუქტის 8-ოქსო-dG კონცენტრაცია უფრო დაბალი იყო, ვიდრე ღამით ძილისას. მონაწილეებში მელატონინის დონე ღამით მუშაობისას მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ღამის ძილისას.

მკვლევარების თქმით, თავისუფალი რადიკალების მოქმედებით გამოწვეული დნმ-ის დაზიანების აღდგენაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს NER მექანიზმი.   კვლევამ აჩვენა, რომ მელატონინის გამომუშავება ამაღლებდა NER -თან დაკავშირებულ გენების აქტივობას.