დეპუტატები, რომლებიც ქონებას არასრულად უთითებენ - ვინ დაჯარიმდა დარღვევების გამო | Allnews.Ge

დეპუტატები, რომლებიც ქონებას არასრულად უთითებენ - ვინ დაჯარიმდა დარღვევების გამო

2020 წლის განმავლობაში შესამოწმებლად შერჩეულ 352 თანამდებობის პირიდან მონიტორინგი განხორციელდა 349 დეკლარაციაზე. მათ შორის შემოწმდა პარლამენტის 4 წევრი დეკლარაცია. მათგან ორის დეკლარაცია დადებითად შეფასდა, ხოლო ორი დაჯარიმდა.

კერძოდ, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს 2020 წლის ანგარიშშია აღნიშნული, დადებითად შეფასდა მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრების - დიმიტრი ცქიტიშვილისა და ირაკლი შიოლაშვილის (ყოფილი წევრი) დეკლარაციები. ხოლო დაჯარიმდნენ - ცოტნე ზურაბიანი და ვიქტორ ჯაფარიძე.   როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ზურაბიანის დეკლარაციის უარყოფითად შეფასების მიზეზი იყო ის, რომ: დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონება; საბანკო ანგარიშები და არასწორად არის წარმოდგენილი საბანკო ანგარიში.

რაც შეეხება ვიქტორ ჯაფარიძეს, მისი დეკლარაციის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა რომ - დეკლარაციაში არ არის ასახული თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება. ცდომილება იყო დეკლარანტის საბანკო ანგარიშის ნაშთში, არ წარუდგენია მონიტორინგის პროცესში ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო დოკუმენტაცია, არასრულად წარადგინა ოჯახის წევრის საბანკო დოკუმენტაცია. ცდომილება იყო თანამდებობის პირის ანაზღაურებაში, არ მიუთითა სხვა დაწესებულებიდან მიღებული ანაზღაურება. დეკლარაციაში არ არის მითითებული ერთჯერადი გასვალი, რომლის ოდენობა აღემატება 5 000 ლარს.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ბიუროს მიერ დადებითად შეფასდა 134 თანამდებობის პირის დეკლარაცია; დაჯარიმდა - 177; გაფრთხილდა - 29; 1- სამართლებრივ ორგანოში გადაიგზავნა და მონიტორინგი შეწყდა - 8 თანამდებობის პირზე. განაგრძეთ კითხვა