თუ სახსრები გაწუხებთ- როგორ ვუმკურნალოთ სახსრებს დაფნის მეშვეობით? | Allnews.Ge

თუ სახსრები გაწუხებთ- როგორ ვუმკურნალოთ სახსრებს დაფნის მეშვეობით?

დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. დაფნის ფოთოლი მდიდარია ეთერზეთებით, რომელთა შორის განსაკუთრებული სამკურნალო მოქმედებით გამოირჩევა ევგენოლი, ცინეოლი და სხვა ტერპენული შენაერთები. სწორედ ეს შენაერთები განაპირობებენ მცენარის ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ მოქმედებას. ხალხურ მედიცინაში დაფნის ფოთოლს წარმატებით იყენებენ რევმატიზმისა და სახსრების სხვადასხვა პათოლოგიის სამკურნალოდ.

გთავაზობთ სახსრების სამკურნალო მალამოს მომზადების წესს: აიღეთ 8-10 დაფნის ფოთოლო, კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ და წვრილად დააქუცმაცეთ, შეურიეთ 100 გრამ უმარილო კარაქში. მიღებული მასა დღეში ორჯერ შეიზილეთ მტკივნეულ სახსრებზე.