რა ღირს "ოცნების ფეხსაცმელი", რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში ძალიან პოპულარულია? | Allnews.Ge

რა ღირს "ოცნების ფეხსაცმელი", რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში ძალიან პოპულარულია?

16 იანვარს პარტია "ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართა და გარდა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიქცია პარტიის ლიდერების ფეხსაცმელებმა და განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგნად იქცა.

სოციალურ ქსელში არ გამოჰპარვიათ, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს მსგავსი ფეხსაცმელები ეცვათ. აღნიშნულ თემაზე არაერთი სახალისო პოსტი და კომენტარი დაიწერა. "ფეისბუქის“ მომხმარებლები იმითაც კი დაინტერესდნენ, თუ რომელი პოლიტიკოსის ფეხსაცმელი არის უფრო ახალი.

მსგავსი სტილის ფეხსაცმელი აქვს "ქართული ოცნების" კიდევ ერთ წარმოამდგენელს, ლევან კობიაშვილსაც:

როგორც ირკვევა, "ქართული ოცნების“ პოლიტიკოსთა რჩეული ფეხსაცმელები იტალიაშია დამზადებული და ის იტალიური ქსოვილებისა და ტანსაცმლის კომპანიის, Loro Piana-ს ნამუშავარია. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ასეთი ფეხსაცმელი სხვადასხვა ფერში იყიდება და მისი ფასი 760 ევროა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით, 3 040 ლარია.

როგორც ბრენდის ვებგვერდზე ფეხსაცმლის აღწერაში ვკითხულობთ, ის წყალგაუმტარი, ე.წ. ზამშის მასალისგანაა შექმნილი და ისეა შეკერილი, რომ მოხმარებელს სუპერ კომფორტს უქმნის. "იდეალურია როგორც ყოველდღიური ტარებისთვის, ასევე ფორმალური სტილისთვის“, - ვკითხულობთ აღწერაში.

ambebi.ge