ვინ არის შეფ-ლუკა ნაჭყებიას რჩეული? | Allnews.Ge

ვინ არის შეფ-ლუკა ნაჭყებიას რჩეული?

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს: "მასტერშეფის" ჟიურის წევრი, შეფ-ლუკა ნაჭებია მაყურებელმა მალევე შეიყვარა. შეფი ერთ-ერთ ინტერვიუში გვეუბნება, რომ გაუმართლა, რადგან ცხოვრების გზაზე ბევრი მოტივირებული და სამაგალითო ადამიანი შეხვდა, რამაც მის განვითარებას ხელი შეუწყო.

ლუკამ თავის სფეროში უკვე მიაღწია აღიარებას, რაც ისედაც ნათელია. შეფს "ინსტაგრამზე" საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს, თუმცა ადრე არც ისე აქტიური იყო. ბოლო პერიოდში შედარებით გააქტიურდა, რაც შეუმჩნეველი არც მის გამომწერებს დარჩენიათ.

ლუკას გულშემატკივარ ქალბატონებს მის მიმართ სიმპათიის გამოხატვა არ ერიდებოდათ და ალბათ ძალიან  აინტერესებთ, ვინ არის მისი რჩეული. შეფი ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული, თუმცა ამჟამად ქორწინებაში არ იმყოფება.

ლუკა ნაჭყებიას რჩეული- მშვენიერი ანუკა ჯორბენაძეა. გოგონა განსხვავებული სტილით გამოირჩევა და "ინსტაგრამზე" სახასიათო, საინტერესო ფოტოების გამოქვეყნება უყვარს. პერიოდულად, საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ თბილ ფოტოებსაც გვთავაზობს.

ჩანს, რომ წყვილი ერთმანეთს აფასებს, მოსწონთ ერთმანეთზე ზრუნვა და ერთად თავს კარგად გრძნობენ. გამომწერების რაოდენობას არც ანუკა უჩივის. როგორც ხედავთ, ანუკა საკმაოდ დახვეწილი, ხელოვნების მოყვარული გოგონაა.

განაგრძეთ კითხვა