რა ღირს კოვიდ 19-ის ორი ვაქცინა, რომლის შემოტანასაც საქართველო უახლოეს მომავალში გეგმავს | Allnews.Ge

რა ღირს კოვიდ 19-ის ორი ვაქცინა, რომლის შემოტანასაც საქართველო უახლოეს მომავალში გეგმავს

საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა შეიძლება ის პირველი ვაქცინა გახდეს, რომელსაც მივიღებთ, შემდეგ ამას „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მოჰყვება“.

რაც შეეხება მოთხოვნას, Bloomberg-ის მიხედვით, ყველაზე მეტი მოთხოვნა AstraZeneca’s-ს ვაქცინაზეა. უკვე გაფორმებული 90-ზე მეტი შეთანხმების მიხედვით, კომპანიამ მიმდინარე წელს სხვადასხვა ქვეყნებს 1.48 მილიარდი ვაქცინა უნდა მიაწოდოს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინას ორჯერ აცრა სჭირდება და დაახლოებით 20 დოლარი ღირს. AstraZeneca’s-ს ვაქცინა კი ყველაზე იაფია, რომლის ფასიც 3-4 დოლარს შეადგენს.

განაგრძეთ კითხვა