რა ღირს სამოსი, რომელიც ნანუკა გუდავაძემ დაბადების დღეზე მოირგო | Allnews.Ge

რა ღირს სამოსი, რომელიც ნანუკა გუდავაძემ დაბადების დღეზე მოირგო

ივანიშვილების ოჯახის რძალი, ბერას ცოლი, ნანუკა გუდავაძე, რამდენიმე დღის წინ 26 წლის გახდა. ცოლს დაბადების დღე ბერამ "ინსტაგრამის" პოსტით მიულოცა:

"ჩემო სიყვარულო, დაბადების დღეს გილოცავ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოცნებები ახდა. თუმცა, შენ ბევრად მეტი ხარ იმაზე, ვიდრე ოდესმე მიოცნებია“ - წერს ბერა ივანიშვილი და რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს:

დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები გულშემატკივრებს თავად ნანუკამაც გაუზიარა.

საზოგადოების ყურადღება ამჯერადაც მიიპყრო მისმა სტილმა და სამოსმა. მას CECILIE BAHNSEN-ის ულამაზესი შავი, ხავერდის კაბა და DIOR-ის ფეხსაცმელი ეცვა.

კლასიკური, ქალური და დახვეწილი - ასე შეაფასეს სოციალურ ქსელებში მისი სტილი. როგორც ირკვევა, .matchesfashion.com-ზე აღნიშნული ხავერდის კაბა 570 გირვანქა სტერლინგი ღირს, რაც დაახლოებით, 2550 ლარია.

რაც შეეხება ფეხსაცმელს, მისი ყიდვა 24s.com-ზეა შესაძლებელი და 990 ევრო ღირს