რა ქონებას ფლობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი

2019 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრის ლევან კობიაშვილის შემოსავალმა დეპუტატობისას 44 388 ლარი შეადგინა.

ამასთან, თბილისში მის საკუთრებაში არსებული ბინის გაქირავებით 33 600 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს კობიაშვილი საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა ქონების არასრულად მითითების, კერძოდ, სამსახურის ცნობით, კობიაშვილს დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული მათ შორის მეუღლის შემოსავალი. თუმცა, უკვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი მეუღლის წლიურმა შემოსავალმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე - 30 096 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, დეკლარაციის თანახმად, კობიაშვილი ფლობს - 2014 წელს შეძენილ 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს და 750 კვ.მ მიწის ნაკვეთს ბერლინში, რომლის 50% საკუთარი მეუღლის სახელზეა გაფორმებული. ასევე, 2005 წელს შეძენილ 425 კვ.მ ფართობის სახლს და 790 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დუსელდორფში, რომლის ასევე 50% მისი მეუღლის სახელზეა.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან კობიაშვილის სახელზეა 2003 წელს შეძენილი 2 ავტოფარეხი და 281 კვ.მ ფართობის სახლი თბილისში. პარლამენტარის საკუთრებაშია სახლი და მიწის ნაკვეთი წყნეთში და 6500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ბაკურიანში. გარდა ამისა, პარლამენტის წევრმა 2015 წელს შეიძინა ავტომობილი Mercedes benz, რაშიც 72 000 ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, კობიაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 3600 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 5000 ლარი და 8 ათასი ევრო ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა