რამდენი ხნით შეიძლება საახალწლო სუფრიდან მორჩენილი საკვების შენახვა | Allnews.Ge

რამდენი ხნით შეიძლება საახალწლო სუფრიდან მორჩენილი საკვების შენახვა

საახალწლო დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი სალათებია. სალათების ვარგისიანობა დამოკიდებულია ინგრედიენტებზე: ყველაზე მალფუჭებადია ბოსტნეული.

მოხარშული ან დაკონსერვებული ბოსტნეულის შემცველი სალათები უფრო დიდხანს ინახება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ არ დაუმატებთ ზეთს ან მაიონეზს. ამ სალათების შენახვა მაცივარში 24 საათის განმავლობაში შეიძლება.

ცხელი კერძები

შემწვარი ხორცის შენახვა მაცივარში შეიძლება ორ დღემდე. ასევე, დარჩენილი ხორცის გამოყენება შეიძლება „მეორადი“ კერძებისთვის - მაგალითად, ღვეზელები, სალათები, ბლინები.

დესერტები

ნამცხვრების ვარგისიანობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კრემზე, რომელიც შედის მათ შემადგენლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ერთ–ერთი ინგრედიენტი არაჟნია, შენახვის ვარგისიანობა 1 დღეა. 

ხიზილალა

წითელი ხიზილალის შენახვა მაცივარში შეიძლება 5-6 დღის განმავლობაში, მაგრამ უმჯობესია თუნუქის ყუთიდან გადაიტანოთ მჭიდრო თავსახურიან, მინის ჭურჭელში.