შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით კვლავ ამოქმედდა | Allnews.Ge

შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით კვლავ ამოქმედდა

სავაჭრო ობიექტები და მოლები დღეიდან ისევ დაიხურა. ობიექტები მუშაობას ონლაინ გააგძელებენ.

დღეიდან, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
  • ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში;
  • ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;
  • ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;
  • რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.
  • ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.