დღეიდან 2-კვირიანი უქმეები ცხადდება - ვისზე არ გავრცელდება დასვენების დღეები | Allnews.Ge

დღეიდან 2-კვირიანი უქმეები ცხადდება - ვისზე არ გავრცელდება დასვენების დღეები

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე, ანუ დასვენების დღეებად ცხადდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.

ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, განისაზღვრა საქმიანობები, რომელთაც „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგებილება არ გავრცელდება.

 

ესენია:

  • 1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.
  • 2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
  • 3. ფარმაცევტული საქმიანობა.
  • 4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.
  • 5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება.
  • 6. ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.
  • 7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
  • 8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.

განაგრძეთ კითხვა