დღეიდან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება | Allnews.Ge

დღეიდან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება

2021 წელს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, წესების ამოქმედება 1-ლი ივლისიდან იგეგმება. რეგულაციები მოიცავს ერთი დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა დარეგულირდება.

წესები ეხება როგორც ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს და ტრეიდერებს, ასევე ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. რეგულაცია გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვასაც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.