რას მოგვიტანს თეთრი მეტალის ხარის წელი და რა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმატება დაგვებედოს | Allnews.Ge

რას მოგვიტანს თეთრი მეტალის ხარის წელი და რა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმატება დაგვებედოს

დინამიკური წელი გველოდება, მოულოდნელობა მოიმატებს, მაგრამ დისციპლინირებულობისა და პრაქტიკულობის გავლენით ხარის წელში ფინანსურ სფეროში თავს მეტად სტაბილურად იგრძნობთ. მოერიდეთ ავანტიურას, დაგეგმეთ ყველაფერი გულდასმით. განსაკუთრებით, თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ხართ. შეიძლება ცოტა მეტი დრო დაგჭირდეთ, მაგრამ სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. მოერიდეთ ზედმეტ ამბიციურობას. იყავით მიზანმიმართული, ნუ შეუშინდებით სირთულეებს. მოთმინებით აღიჭურვეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ და თავდაჯერებულად მიუახლოვდებით სასურველს. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ თავში ახალ-ახალი ნიჭი აღმოაჩინოს.

2021 წელს ნუ ელოდებით, რომ ფული ციდან ჩამოგეყრებათ, ნურც ილუზიების განხორციელება მოგინდებათ. იყავით პრაქტიკული, ყველა სფეროში. გამოიყენეთ ის ცოდნა, რაც წლების განმავლობაში გაქვთ დაგროვილი. "აუჩქარებლად და ზედმეტი ნერვების მოშლის გარეშე" - აი, ეს ფრაზა გაიხადეთ წლის დევიზი და ასევე იმოქმედეთ. იყავით საკუთარი თავისა და ტრადიციების ერთგული, რათა არ შეილახოთ ის ავტორიტეტი, რაც უკვე გაქვთ საზოგადოებაში.   ჩინურ ასტროლოგიაში ხარი სამართლიანობის ინტუიციის, შრომისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. მისთვის სულიერება და გონება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ილუზიები და ღრუბლებში ფრენა. სტრატეგიულად უნდა იმოქმედოთ; სწრაფად უნდა შეძლოთ სიახლეებში ადაპტირება. რთული სიტუაციები მოსალოდნელია, მაგრამ შინაგან და გარეგან კრიზისებს ნუ ელით. თეთრი მეტალის ხარის პერიოდში უნდა აკონტროლოთ ქმედებაც და ემოციებიც. არ გამოავლინოთ აგრესია. სოციალურ ცხოვრებაში იყავით თავშეკავებული. ყურადღება უნდა გამოვლინოთ სამყაროს მიმართ. ძაღლის, ვეფხვისა და ცხენის წლებში დაბადებულებმა უნდა დაამარცხოთ თქვენი უარყოფითი მხარეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტებს ვერ გაუმკლავდებით. კატას (კურდღელი), თხასა (ცხვარი) და ტახს (ღორი) მეტად მართებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. აზარტით ჩაერთეთ ორიგინალური პროექტების განხორციელებაში. თუმცა, სწრაფ შედეგებს და მატერიალურ კეთილდღეობას ნუ ელით.

ნუ იქნებით ზედმეტად კონსერვატიული. ნუ შეეწინააღმდეგებით სიახლეებს, იყავით ლოიარული და ხშირად დათმეთ. ზაფხულის დადგომისთანავე მოიმატებს კარიერისკენ სწრაფვის სურვილი. გაგიმარტივდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. საჭირო ადამიანებთან დამეგობრება. ხარის წელი 2021 წლის 12 თებერვალს შემობრძანდება. ამ პერიოდიდან ადამიანებში მოიმატებს „რკინისებური“ ხასიათი, მეტად ძლიერად და მამაცად იგრძნობთ თავს. წლის ფერია თეთრი. რაც სიბრძნის, ცივსისხლიანობისა და დიდსულოვნების სიმბოლოა. ჩინური კალენდრის მიხედვით 2021 წლის სტიქიებად რკინა და მიწაა მიჩნეული. ხარის წელში დაბადებული ადამიანები კი მეტად ავლენენ თავშეკავებულობას, მტკიცე ხასიათსა და სიჯიუტეს. ორი სტიქიის გავლენით, წელი ნაყოფიერებასა და კეთილდღეობას მოგვიტანს. დასტაბილურდება ფინანსური სფერო და რომანტიკული ურთიერთობა პარტნიორებს შორის. ადამიანები გულღიად დაიწყებენ თავიანთი გრძნობების გამოხატვას. ხარის წელში, გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ხარის წელში დაბადებულებთან. ამით წლის მმართველის კეთილგანწყობას დაიმსახურებთ.

რა თვისებებით გამოირჩევა 2021 წლის მმართველი? ხარი პატიოსანი და სამართლიანია, კეთილშობილი და მიზანმიმართული. არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე და მიზნამიმართული. ის ვერ იტანს უხეშობას, შტერ და ლაქლაქა ადამიანებს. კონსერვატიულია, უყვარს კეთილი საქმეების კეთება, ადამიანების დახმარება. ის, ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და უსაფუძვლოდ ამბიციურია, უფრთხილდეს წლის მმართველს. 2021 წლის გლობალური და მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება - ეს ყველაფერი წელს უნდა მოასწოროთ. განსაკუთრებით, თუ წინა წლებში კაპიტალი და ენერგია ჩადეთ მათში. ხარი მუდამ თავისი პრინციპების ერთგულია. ფრთხილი, აღიარებს ტრადიციებს. შეუძლია და კარგადაც გამოსდის ფიზიკური შრომა. ხარი იდეალური მეოჯახეა - ერთგული მეუღლე და მზრუნველი მშობელი. ერთადერთი, გირჩევთ, არ გამოცადოთ ხარი მოთმინებაზე, მის მძვინავრებას მთელი ძალით შეიგრძნობთ.

2021 წლის ზოგადი დახასიათება სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში მოსალოდნელია პერიოდული აგრესიული გამოხდომები; კონსერვატიზმის გამოვლენა. ხელისუფლების ავტორიტარიზმი ხელს შეუშლის დემოკრატიული იდეების განვითარებას. ხალხის სურვილების უგულებელყოფა და თავვისუფლების შეზღუდვა ხარის წელში ნორმად იქცევა. თუმცა, სერიოზული კონფლიქტები და ომები მოსალოდნელი არაა. კარგი იქნება, თუ ხარის წელში ფერმერობას, მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას დაიწყებთ. ტექნოლოგიური განვითარებისა და აღმოჩენების გამოყენებით კარგ შედეგებს მიიღებთ. თითოეულ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, აღადგინოს ოჯახური ტრადიციები, შეისწავლოს გვარის ისტორია, გააუმჯობესოს დემოგრაფიული მდგომარეობა. ღირებული გახდება კულტურული ცხოვრება. ადამიანები, რომლებიც შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობენ, ხელსაქმეს მისდევენ, წარმატება, მატერიალური კეთილდღეობა და დაფასება ელით. ზოგიერთი ფანტასტიკური იდეების განხორციელებასაც კი შეძლებს. შანსი მოგეცემათ, მოძებნოთ თქვენთვის შესაფერისი სამსახური და მიიღოთ სიამოვნება მისი შესრულებით.

გაუმართლებს ყველას, ვინც შენებაზე და არა დანგრევაზეა ორიენტირებული. იყავით ორიენტირებული, მზად ფიზიკური შრომისთვის. მოიძიეთ განვითარების გზები, გააუმჯობესეთ არსებული კავშირები. უმჯობესია, საკუთარი თავის იმედი გქონდეთ, ასე უფრო მიაღწევთ მიზნებს, ვიდრე სხვას ელოდოთ. გაუმართლებთ მიზანმიმართულ და ბეჯით ადამიანებს. ხარი დაგეხმარებათ, თუ გსურთ, თქვენი საქმე წამოიწყოთ. კარიერული მიღწევა ნებადართულია, მაგრამ სხვებს ნუ გაწირავთ თქვენი კეთილდღეობისთვის. ხარი ამას არ გაპატიებთ. კონკურენტებთან ბრძოლისას დაკვირვებული უნდა იყოთ. იაქტიურეთ იმ საქმეში წარმატების მისაღწევად, სადაც ფული გაქვთ დაბანდებული. 2021 წელს დაბადებული ბავშვები კარგი ჯანმრთელობით, ოპტიმისტური განწყობითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. თუ ფეხმძიმობის დაგეგმვას აპირებთ, ეცადეთ, თქვენი პატარა შემოდგომაზე ან წლის ბოლოსთვის დაიბადოს. ასეთი მონაცემებით ის სტაბილური იქნება საყოფაცხოვრებო და მატერიალურ სფეროებში. ბავშვი მორალურადაც და ფიზიკურადაც ძლიერი გაიზრდება. მთავარია, სრულფასოვანი კვება არ მოაკლოთ და არც მის განვითარებაზე დაგენანოთ ფული. სხვათა შორის, ხარის წელში დაბადებულ ადამიანებს ცხოვრებაში ხშირად უმართლებთ.

  • როგორ შევხვდეთ 2021 წლის შემობრძანებას
საუკეთესო წელია მათთვის, ვინც სიახლეებს არ უშინდება, ვინც მუდმივად "ცეცხლს ეთამაშება" და ვისაც აქვს კონკრეტული მიზნები. ვირთხის წლისგან განსხვავებით, ხარი მოგვიტანს სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას. მთავარია, დაისახოთ კონკრეტული მიზნები და არ დაგავიწყდეთ მათი რეალიზება. მეტალის ხარის წელი 2021 წლის 12 თებერვალს დადგება. ხარის წელში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, არიან ძლიერები და ჯანმრთელები. უყვართ ოჯახური ტრადიციები და არიან მათი მიმდევრები. იმისათვის, რომ ხარმა მთელი წლის განმავლობაში სიკეთით გაგანებივროთ ბეჯითად ისწავლეთ და იმუშავეთ. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე, თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, დაიწყეთ სახლის მშენებლობა, გაახარეთ ბაღი. კარგი წელია ოჯახის შესაქმნელად, შვილების გასაჩენად, საოჯახო ბიზნესის შესაქმნელად ან უკვე არსებულის გასაუმჯობესებლად. ხარის წელში არ უნდა შეუშინდეთ ცვლილებს და პირველ რიგში სასიყვარულო სფეროში. იყავით ურთიერთობის დაწყების ინიციატორი, გამოუტყდით პარტნიორს გრძნობებში. 2021 წელი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნება მათთვის, ვინც მამლის, ხარის, ცხენისა და მაიმუნის წლებში დაიბადა.
  • რა არ უნდა დაგავიწყდეთ ხარის წელში?
გაუფრთხილდით ოჯახს, იზრუნეთ შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაზე, ოჯახში ჰარმონიის შექმნაზე. ხარს ხმაურიანი წვეულებები მაინცდამაინც არ უყვარს. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ საახალწლო დღესასწაულს საოჯახო, სანათესავო წრეში ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, შინ აღნიშნავთ. მოეშვით წუწუნსა და ფორიაქს. არ გირჩევთ არავისთან შელაპარაკებსა და კამათს. აკონტროლეთ ემოციები. განსაკუთრებით საახალწლო დღეებში. რაც შეეხება საახალწლო სუფრას, მოამზადეთ ხორცეული, მაგრამ კერძებში ხბოსა და საქონლის ხორცის გამოყენებას არ გირჩევთ. აგრეთვე ბოსტნეულის კერძები, უხვად გქონდეთ ხილი და ახალი მწვანილი. რაც შეეხება ალკოჰოლს, ნუ გადაამეტებთ. შინაურული ღვინო, მსუბუქი კოქტეილები ან შამპანური მიირთვით. ნუ ეტყვით თავს უარს და სუფრაზე დაალაგეთ დელიკატესები. ხარს უყვარს ღვეზელები (ტკბილიც და ყველიანიც და ბოსტნეულისაც), მწნილეული. ეცადეთ, ყველა პროდუქტი ნატურალური და ხარისხიანი იყოს, კერძები კი შინ, სიყვარულით მომზადებული. მოერიდეთ ლაბასა და ხორციანი პაშტეტის მომზადებას. თუ გიყვართ, არც თევზეული დაიშუროთ საახალწლო სუფრისთვის.
  • საახალწლო ჩაცმულობა
ჩაცმულობიდან უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის სამოსს: ნაცრისფერ, ყავისფერ, რძისფერ, ოქროსფერ გამას. მანდილოსნები ნუ ჩაიცვამთ გამომწვევად, წითელი ფერის სამოსით ხარს არ მოეწონებით. უპირატესობა ნატურალურსა და ხარისხიანს მიანიჭეთ. სამკაულიც უნდა იყოს ნატურალური, ფერებიდან: თეთრი, ნაცრისფერი ან მეტალისფერი. იმისათვის, რომ საახალწლო დღესასწაულზე არავინ მოიწყინოს, შეადგინეთ გასართობი პროგრამა, აქტიურად ჩართეთ ბავშვები. მოიგონეთ მხიარული კონკურსები და თამაშები.
  • საახალწლო ნაძვის ხე
ნაძვის ხე აუცილებლად მორთეთ, მაგრამ ზომიერად. თუ ხარის გაბრაზება არ გსურთ, ინტერიერში წითელ ფერს ნუ გამოიყენებთ. უპირატესობა ოქროსფერ და ვერცხლისფერ სათამაშოებს მიანიჭეთ. ჩამოკიდეთ მარგალიტისფერი ან მეტალისფერი წვიმა. კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის სათამაშოები ნატურალური მასალისგან გექნებათ დამზადებული. სადღესასწაულო სუფრაზე დააფინეთ თეთრი ან ნაცრისფერი, ნატურალური ქსოვილის სუფრა. ვერცხლისფერი დანა-ჩანგალი გააფორმეთ თეთრი აბრეშუმის ლენტებით. თეთრი ყვავილებით ან მწვანე ხასხასა თაიგულით. სუფრაზე შეგიძლიათ დადოთ თეთრი ან მეტალისფერი ხარის ფიგურა, ვერცხლისფრად ან ოქროსფრად შეღებილი გირჩები. ერთმანეთს შეუხამეთ ხისფერი მწვანე, ყავისფერი ჭურჭელი. ბარაქის მოსაზიდად, საახალწლო სუფრაზე დადეთ ერთ და ორლარიანი მონეტებით სავსე ფიალა. ასეთივე ფიალა შეგიძლიათ დადოთ საახალწლო ნაძვის ხის გვერდითაც. საახალწლოდ ნურც ბინის მორთვა დაგავიწყდებათ. სადღესასწაულო განწყობა ყველგან უნდა შეიმჩნეოდეს. სასურველია, ბინის მოსართავები, მაგალითად ნაძვის გვირგვინები, თავად დაამზადოთ. ინტერიერის მოსართავად ფერებიდან გამოიყენეთ მწვანე, ნაცრისფერი, თეთრი. არ დაივიწყოთ ბრჭყვიალები. არ დაგავიწყდეთ, საპატიო ადგილი მიუჩინეთ წლის სიმბოლოს - ხარს.
  • საახალწლო საჩუქრები
ხარი აფასებს ხარისხის. ამიტომ, ნათესავები და მეგობრები ხარისხიანი და ნატურალური მასალისგან დამზადებული სუვენირებით დაასაჩუქრეთ. კარგი იქნება საოჯახო თემატიკასთან დაკავშირებული ძღვენიც. ასეთები შეიძლება იყოს: ჭურჭელი (დანა-ჩანგლები, ჩაის, ყავისა და სადილის სერვისები), ოქროსა და ვერცხლის სამკაულები. ტყავის ან ხის აქსესუარები და ა.შ. რა თქმა უნდა, თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით.
  • საახალწლო რიტუალები
იმისათვის, რომ ხარის წელმა თავი სასიამოვნოდ დაგამახსოვროთ, გარკვეული რიტუალი უნდა შეასრულოთ. მაგალითად, თუ შვილზე ოცნებობთ, 12 საათის დადგომამდე რამდენიმე გაღვივებული ხორბლის მარცვალი შეჭამეთ. ფულისა და წარმატების მოსაზიდად, შეჭამეთ მანდარინის რამდენიმე ლებანი ან რამდენიმე მარცვალი ყურძენი. მარტოხელები რომ დაწყვილდეთ, 12 საათის დადგომისთანავე შამპანურის ჭიქა დასაქორწინებელ პიროვნებას მიუჭახუნეთ. თუ გსურთ, თქვენი სიყვარული კიდევ უფრო მყარი გახდეს, 12 საათის დადგომისთანავე ჩაეხუტეთ და აკოცეთ მეუღლეს. თუ გაცივდით, ნუ მიუჯდებით საახალწლო მაგიდას და უფრო მეტიც, არ აცემინოთ და ახველოთ, უსიამოვნებები რომ არ გადასდოთ სუფრის წევრებს.

2021 წელი არ იქნება ნაკიანი, წარმატება და ბედნიერება კი მალევე მოგიკაკუნებთ კარზე. იმისათვის, რომ ხარი არ დააფრთხოთ. რამდენიმე წესი გაითვალისწინეთ: საახალწლო სუფრაზე "ხმამაღლა" არ გახსნათ შამპანური, საახლწლო დღეებში იყავით ოჯახში, იზრუნეთ უხუცეს ნათესავებზე. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ჩხუბს. ყველა საქმე და ვალდებულება დაასრულეთ 31 დეკემბრამდე. და ბოლოს, ნუ შეხვდებით ხარის წელს გზაში. ბედნიერ წელს გისურვებთ, ჯანმრთელობა და ბარაქა გქონოდეთ!