როდის დასრულდება საქართველოში საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა? | Allnews.Ge

როდის დასრულდება საქართველოში საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა?

მთავრობისთვის სატარანსპორტო მაგისტრალების მშენებლობა პრიორიტეტლი რჩება.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი იქნება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა.

მაია ცქიტიშვილის თქმით ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება, რომელიც ხშირად წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოში შიდა მგზავრობის კომფორტულ საშუალებას, არამედ არის იმ საერთაშორისო ავტომაგისტრალების ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, აზიას, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს და რომელიც უზრუნველყოფს მეტ ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას ქვეყანაში.

"ამდენად, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა იქნება ჩვენი პრიორიტეტი. 2024 წლამდე ვგეგმავთ საერთაშორისო მაგისტრალების 95%-ის დამთავრებას. ამ მიმართულებით ძალიან  ამბიციური გეგმა გვაქვს. ვგეგმავთ დაახლოებით 200 კმ. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებას. 2021 წელი ეს იქნება წელი, როცა ჩვენ კახეთის მიმართულებით, თბილისი-საგარეჯოს ახალ ჩქაროსნულ მაგისტრალს დავიწყებთ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.