ივანიშვილებმა საახალწლოდ სახლი ზღაპრულად მორთეს - ფოტოები წყვილის ინსტაგრამ გვერდიდან | Allnews.Ge

ივანიშვილებმა საახალწლოდ სახლი ზღაპრულად მორთეს - ფოტოები წყვილის ინსტაგრამ გვერდიდან

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე უკვე მესამე წელია რაც ერთად არიან. წყვილი ხშირად აქვეყნებს სახლში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ ცხოვრობს მილიარდერის ოჯახი.

ამჯერად ბერამ და ნანუკამ "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდის საშუალებით ხალხს ახალი წელი მიულოცეს და ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც ერთგვარი ზღაპარია გაცოცხლებული და საოცნებო დასახლებას ჰგავს, სადაც მოხვედრას ყველა ინატრებდა.

ლამაზად მორთული ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუები, მინიატურული ცხოველები და სხვადასხვა ზღაპრის გმირები წარმოუდგენელ სანახაობას ქმნის. აქამდე ივანიშვილების ოჯახი წლის ბოლოს ტრადიციულად ერთად იკრიბებოდა და ოჯახურ ფოტოს გრანდიოზულ ნაძვის ხესთან იღებდნენ.