რა ღირს ანუკი არეშიძის ქურთუკი, რომელშიც თბილისის მერის მეუღლე ბოლო დღეებში გამოჩნდა - სამოსი MONCLER-ის კოლექციიდანაა | Allnews.Ge

რა ღირს ანუკი არეშიძის ქურთუკი, რომელშიც თბილისის მერის მეუღლე ბოლო დღეებში გამოჩნდა - სამოსი MONCLER-ის კოლექციიდანაა

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე სხვადასხვა ოჯახს ესტუმრა და პატარები გაახარა. საჩუქრებთან ერთად, მათთან სანტა კლაუსიც ჩაიყვანა.

აღნიშნულის ამსახველი ფოტოები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. რამდენიმე სურათი ანუკიმ თავადაც გაგვიზიარა. ანუკის საჯაროდ გამოჩენა არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი და მისმა ჩაცმის სტილმა კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება. განსაკუთრებით კი ანუკის ქურთუკმა.

  დიზაინერს ეცვა MONCLER-ის ხაკისფერი ქურთუკი, რომლის ფასიც buyma.us-ზე 5 919 დოლარია. სამოსი ბრენდის 2019-2020 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა.

ქურთუკი, რომელიც ანუკი არეშიძეს ეცვა, 5 919 დოლარი ღირს.

ზოგადად, Moncler ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად მიიჩნევა. სიძვირე კი სამოსის უმაღლესი ხარისხითაა განპირობებული. ის 1952 წელს საფრანგეთში ფრანგმა რენე რამილონმა დააარსა, თუმცა ახლა არა ფრანგულ, არამედ იტალიურ ბრენდად მიიჩნევა, რადგანაც 2003 წელს ის იტალიელმა ბიზნესმენმა რენო რუფინიმ იყიდა.