ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმი იხსნება | Allnews.Ge

ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმი იხსნება

კომპანია “მუკადო ვაინის” დამფუძნებელი და მთავარი მეღვინე ლადო უზუნაშვილი ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმს ხსნის.

ბატონო ლადო, მოგვიყევით უფრო ვრცლად ამ ამბის შესახებ:

25 წელია ვცხოვრობ და ვსაქმიანობ ავსტრალიაში. ჩემი წასვლა მოხდა სპეციალისტების შერჩევის პროგრამით, რომელიც იმ დროს ხორციელდებოდა ავსტრალიის მთავრობის მიერ.

1995 წელს მივიღეთ ვიზა და გავემგზავრეთ. იქ გავაგრძელე სწავლა და ადგილობრივი კვალიფიკაციების სტრანდატრებით მივიღე ჩემი კველიფიკაციის აღიარება. ამ პროცესში, შევხდი და გავიცანი რამოდენიმე საინტერესო კოლეგა, რომლებიც შემდეგ ჩემი მეგობრები გახდნენ. ამ მეგობრობას დღესაც დიდი ურთიერთ პატივისცემით ვაგრძელებთ. სწორედ ამ ადამიანებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ 1954 წელს საფერავი და რქაწითელი ავსტრალიაში ჩაუტანიათ.

90-იან წლებში დასავლეთის ქვეყანაში ჩასულ მეღვინეს, ამ ამბავს რომ გეტყვიან ... ძნელი წარმოსადგენი არ არის,ის ემოციებია რომელიც მაშინ განვიცადე

1998 წელს ჩავიტანე პირველი ქართული ღვინო, ჩემი ბიძაშვილის ილია კობიაშვილის საოჯახო, უძველესი ვენახიდან. ეს გახლდათ, ძალიან ძველ, უკვე მთლიანად რესურს გაცლილ მუხის კასრში დაყენებული საფერავის მშრალი წითელი ღვინო.ამ ღვინოს სამი პარამეტრი შეუდარებელი ჰქონდა: დაყენებული იყო ბიძაჩემი ალექსანდრე კობიაშვილის მიერ, უძველეს ვენახში მოწეული ყურძნისგან, რაც დღეს იშვიათობაა, ეს იყო ახაშნის, ანუ იგივე მუკუზნის სააპელაციო ზონიდან. ყველაზე სუსტი კი მეოთხე კომპონენტი იყო - კასრს ყოველგვარი რესურსი ჰქონდა დაკარგული.

მიუხედავად კასრის ფაქტორისა, დაგემოვნებულმა ღვინომ პირველი ეფექტი მოახდინა, ეს ძირძველი მეღვინეები აშკარად ვერ უჯერებებდნენ თავს და იმ ლეგენდებს, რომ „რუსები“ ღვინოს ვერ აყენებდნენ. მაშინ ჩვენც „რუსები“ ვიყავით ყველასთვის! ეს გასათვალისწინებელია! იმ დროს ქართული ფენომენი ჯერ კიდევ ისტორიის მტვრიან თაროზე იდო, არავინ იცოდა ჩვენს შესახებ, როგორც კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლოზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, ხმის ამოღებისთანავე გადაწყდა 8 000 ნერგის დაკვეთა და მაშინვე მივმართეთ ვაზების იმ საკოლექციოს, სადაც საფერავი იყო დაცული, რომელიც მინდა ვთქვა საოცრად იყო მოვლილი.

ვენახის გასაშენებლად შერჩეული ადგილი აბსოლიტური პრემიალური ნიშან თვისებებით შეირჩა - ბაროსა ველი, 19-ე საუკუნეში ლუთერანი გერმანელებით დასახლებული პრემიუმ კლასის სამეღვინეო რეგიონი, რომელიც დღესაც ამინდს ქმნის ულტრა-მაღალ სეგმენტში.

2001 წელს უკვე დავიწყეთ პირველი საცდელი ღვინოების დაყენება და მის მერე ჩვენ კი არ მიგვყვავდა განვითარების საკითხი, თვითონ საფერავის თვისებები გვასწრებდა, ყველგან და ყველაფერში. ჩატარდა 5 თუ 6 საფერავის სემინარი ქვეყნის მასშტაბით, მათგან ორის წამყვანი კი თავად გახლდით.

მაშინ იყო ასეთი ფენომენი, მფრინავი მეღვინეები, რომლებიც დავდიოდით მსოფლიოს ორ ნახევარსფეროს შორის და ვეხმარებოდით ძველ სამყაროს ახალი სამყაროს მიღწევების ადგილზე დანერგვაში.

2004 – 2005 წლებიდან უკვე ფეხს იდგამს ორი ბრენდი: „ჰამილტონის“ და „პატრიტის“ ღვინოები, ორივეს უკან გახლდით მე, რაც დღესაც დიდი სიამოვნებაა ჩემთვის, რადგან ორივე ბრენდი დიდი წარმატებით სარგებლობს მსოფლიოში, საფერავის დამსახურებით.

ეს ჯიში მართლაც რომ შეუდარებელია მსოფლიოს ყველა სხვა წითელ ჯიშებთან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები!

რადგან საფერავმა ამხელა გამოხმაურება ჰპოვა, შემდეგ გაჩნდა უკვე სხვა იდეებიც. 2016 წელს ჩატარდა ავსტრალიის ალტერნატიული ჯიშების და ღვინოების კონკურსი. ამ კონკურსს ესწრებოდა მსოფლიოს 150 „მძიმე წონის“ სპეცილისტი, დიდ პატივად მერგო ვყოფილივავი Key note speaker და შესაბამისად მთელი ეს კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს და ქართული ღვინის კიდევ უფრო დიდ ფენომენს, საწნახელს და ქვევრს.

აღმოჩნდა, რომ კონფერენციას ესწრებოდა ორი სპეციალისტი, რომლებიც საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ როგორც „სკაუტები“ რათა შეესწავლათ ჩვენი ტრადიციული მიმართულება. ეს უკვე დიდი ბონუსი იყო, მათმა გამოსვლამ დადებითი გავლენა იქონია ქართულ პრეზენტაციაზე. კონფერენცია გახდა ერთადერთი კომენტარის საგანი (ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ) აქამდე მსგავსი ისტორია ჯერ არ მოგვისმენიაო, კონფერენციის შემდეგაც გაგრძელდა პრივატურლი საუბრები და ყველას თვალში იკითხებოდა ორი რამ: გვიმასპინძლებთ საქართველოში? და აპირებ თუ არა აქ რამე ქართული გაკეთებას?

მის მერე გავიდა 4 წელი ამ გეგმარებებში და აი წელს დავიწყეთ სპეციალურად გაკეთებული ქვევრების გადაზიდვა ავსტრალიაში.

თვითონ კონცეფცია არის წმინდად ქართული. ეს ყველაფერი ატარებს იდეას, ვაჩვენოთ ღვინის დაყენების მეთოდი, რომელიც დაიბადა 8 000 წლის წინ და ჩვენამდე მოაღწია პირვანდელი, უცლელი სახით. ეს კი ნათელი მაგალითია ტექნიკის სიცოცხლისუნარიანობის და მისი როგორც კულტურის და მრწამსის განუყრელი ნაწილია

ჯიშებიც კი, ქართული იქნება: საფერავი და რქაწითელი. ორივე მოყვანილი ძალიან ძლიერ მევენახეობის რეგიონებში, როგორებიცაა ადელაიდის მთები (Adelaide Hills), ბაროსა ველი (Barossa Valley) და მაკლარენ ველი (McLaren Vale).

როდესაც იმ ეტაპზე მივედით, რომ ყველაფერი მზად გვქონდა ტვირთის ექსპორტზე გასატანად, საჭირო გახდა მოგვეძიებინა ძლიერი სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ამ არცთუ ისე მარტივ გადაზიდვას სათანადოთ შეასრულებდა. ძიების პროცესში კომუნიკაცია გვქონდა ბევრ ლოგისტიკურ კომპანიასთან, თუმცა „კაიროს ლოჯისტიკსი“ გამორჩეული იყო ყურადღებიანი კომუნიკაციითა და მისი კონკრეტული სპეციალიზაციით, ზოგადად ღვინის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ამ კომპანიას ღვინის ტრანსპორტირების მრავალწლიანი გამოცდილება აღმოაჩნდა და ამ მიმართულებით უამრავ წამყვან ბრენდებს ემსახურება. კაიროს ლოჯისტიკსის წარმომადგენლებს გავაცანით კონკრეტული ამოცანა. შემდეგ დადგა საკითხი, რომ მომესმინა მათი შემოთავაზება. საკითხი საუცხოოდ დალაგდა, ყველა პირობა სრულიად შესაფერისი იყო დასმული ამოცანისათვის.

გარდა ამისა, მათ გამოავლინეს მართლაც უნიკალური კომუნიკაციის და ოპერატიულობის კულტურა, შემოგვთავაზეს ტვირთის დაზღვევის მართლაც უნიკალური პაკეტი და ლოგისტიკური მარშრუტი, რომელიც ოპტიმალური ვარიანტი იყო.

ვიმედოვნებ, სამომავლოდ კიდევ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან, სხვა ქვეყნებშიც გავიტანთ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და უფრო მეტ ხალხს გავაგებინებთ ღვინის სამშობლოს შესახებ.