შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს | Allnews.Ge

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს

შვეიცარიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ქვეყნის ეროვნულ საბჭოში, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატაა, ახალ კანონს 48 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 დეპუტატმა თავი შეიკავა. პარლამენტის ზედა პალატაში კანონს მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა, 11 წინააღმდეგი იყო, 7-მა თავი შეიკავა.

კანონის წინააღმდეგ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა ულტრაკონსერვატიულმა ქრისტიანულმა პარტიამ „შვეიცარიის ფედერალურ-დემოკრატიულმა კავშირმა“.

შვეიცარია 30-ე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მსგავს კანონს მხარი დაუჭირა. პირველი ქვეყანა კი ნიდერლანდები იყო, რომელმაც კანონი 2001 წელს მიიღო.

myquiz