ვინ არიან ქალები საქართველოდან, რომლებსაც ინტერპოლი ეძებს? | Allnews.Ge

ვინ არიან ქალები საქართველოდან, რომლებსაც ინტერპოლი ეძებს?

მათ მძიმე დანაშაულებში ედებათ ბრალი, ამიტომაც გამოცხადდნენ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილებად. საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ძებნილთა ჩამონათვალში 2 ქალბატონია საქართველოდან - ლილა უსეინი და ირმა კაპანაძე, ხოლო - საქართველოს მოქალაქე 2 ქალბატონს რუსეთის ინტერპოლის ბიურო ეძებს. ესენია: აიდა ღარიბოვა და ელეონორა მაისურაძე.

  • ლილა უსეინ (196311/11) – იძებნება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის, ყალბი საბუთების დამზადებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.
  • ირმა კაპანაძე (1976 12/01) – იძებნება დამამძიმებელ გარემოებაში თაღლითობისთვის.
  • აიდა ღარიბოვა (1989 01/10) - იძებნება ტერორიზმის ბრალდებით, უკანონო შეიარაღებული ფორმირებაში მონაწილეობისთვის.
  • ელეონორა მაისურაძე (1959 18/05) - იძებნება თაღლითობისთვის (8 ეპიზოდი).