რატომაა საშიში გამოყენებული პირბადის ტარება? | Allnews.Ge

რატომაა საშიში გამოყენებული პირბადის ტარება?

მასაჩუსეტის და კალიფორნიის უნივერსიტეტების კვლევამ აჩვენა, რომ გამოყენებული პირბადის ტარება ნაკლებად ეფექტურად იცავს კორონავირუსისაგან.

ანალიზი ჩაუტარდა სამშრიან ქირურგიულ პირბადეებს. აღმოჩნდა, რომ ახალი პირბადეს შეუძლია კორონავირუსის შემცველი სითხის უმცირესი ზომის წვეთების თითქმის სამი მეოთხედის გაფილტვრა. მაგრამ ერთხელ მეტად გამოყენებისას, პირბადე ფილტრავს მცირე წვეთების მხოლოდ მეოთხედს. ამის მიზეზი არის ის, რომ პირბადე დეფორმირდება ყოველი ტარებისას.

ძველი პირბადე იმუშავებს მხოლოდ 5მკმ-ზე დიდი ნაწილაკების მიმართ, მაგრამ არა 2,5მკმ-ზე მცირე ზომის ნაწილაკებისთვის. აღსანიშნავია, რომ პირბადის შიგნითა შრე დამზადებულია აბსორბირებადი მასალისაგან, შუა შრე მოქმედებს როგორც ფილტრი, ხოლო გარეთა შრე შესრულებულია არააბსორბირებული მასალისგან.

ასეთი პირბადის ეფექტურობის ანალიზი ჩატარდა კომპიუტერული მოდელირებით. მოდელი აკვირდებოდა, როგორ ხვდებოდა ვირუსის შემცველი აეროზოლის ნაწილაკები პირბადესა და სახეზე. იკვლევდნენ თუ არა თუ არა ისინი გზას ცხვირსა და ფილტვებში.

აღმოჩნდა, რომ პირბადის ტარებისას, იცვლება ჰაერის ნაკადი სახის ირგვლივ. ჰაერი ცხვირისა და პირის გარკვეულ წერტილებში კი არ გადის, არამედ მთელი პირბადის ზედაპირით უფრო დაბალი სიჩქარით. ქირურგიული ნიღბის ნაკეცები მოქმედებს ჰაერის ნაკადის სქემაზე. განმეორებითი გამოყენებისას ნაკეცები იცვლიან ფორმას. ეს კი ნეგატიურად აისახება ნიღბის ეფექტურობაზე.