სწორი რაციონი მთელი ცხოვრების განმავლობაში ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს- აიოვას უნივერსიტეტის კვლევა | Allnews.Ge

სწორი რაციონი მთელი ცხოვრების განმავლობაში ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს- აიოვას უნივერსიტეტის კვლევა

აიოვის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კვების რაციონში, ღვინისა და ყველის უფრო აქტიური ჩართვით, შესაძლებელია ხანდაზმულ ასაკში, კოგნიტიური მაჩვენებლების ასაკობრივი დაქვეითების დამუხრუჭება. ანალიზი გაუკეთდა 46-დან 77 წლამდე ასაკის 1787 ადამიანის მონაცემს. მეცნიერები აფასებდნენ მოხალისეების კოგნიტიურ მაჩვენებლებს და მათ რაციონს. ანკეტებში მითითებული იყო ცალკეული პროდუქტების მიღების სიხშირე.

მოხალისეებს ეკითხებოდნენ ხილის, ჩირის, ბოსტნეულის, სალათების, ცხიმიანი და უცხიმო თევზის, დამუშავებული ხორცის, ყველის, პურის, ჩაის, ყავის, ლუდის, წითელი და თეთრი ღვინის, შამპანურისა და ლიქიორის მოხმარების სიხშირის შესახებ.

აღმოჩნდა, რომ ყველი წარმოადგენს ნამდვილ ხსნას ასაკობრივი კოგნიტიური პრობლემებისაგან. ყოველდღიურად ალკოჰოლის, განსაკუთრებით წითელი ღვინის მიღება, ასევე აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მარილის ჭარბი მოხმარებით, იზრდება ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი.