რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში ანტისხეულები კორონავირუსის გადატანის შემდეგ? | Allnews.Ge

რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში ანტისხეულები კორონავირუსის გადატანის შემდეგ?

ჟურნალში Science გამოქვეყნდა ნიუ-იორკში "მაუნტ-სინაის" სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთა მორიგი სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ კორონავირუსით დაავადებული ადამიანების ორგანიზმში გამოჯანმრთელების შემდეგ ანტისხეულები დაახლოებით 5 თვე რჩება.

დასკვნა ეყრდნობა 30 ათასი ადამიანის მონაცემთა ანალიზს. COVID-19–ის მსუბუქი და საშუალო ფორმით დაავადებული ეს პირები რეგულარულად აბარებდნენ ანალიზებს ანტისხეულებზე. გაირკვა, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლებს IgG-ანტისხეულების ურყევი დონე აღენიშნებოდათ.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც დაავადება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმით გადაიტანეს. გამოჯანმრთელებიდან დაახლოებით 5 თვის განმავლობაში მათ ორგანიზმში არსებული ანტისხეულები იცავენ მათ   განმეორებითი ინფექციისაგან, განმეორებითი დასნებოვნების შემთხვევაში კი მნიშვნელოვნად ასუსტებენ კორონავირუსს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები და საზოგადოდ, შეძენილი იმუნიტეტის ბევრი საკითხი კვლავ მეცნიერთა კვლევის საგნად რჩება!