C ვიტამინი სამჯერ ამცირებს კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას | Allnews.Ge

C ვიტამინი სამჯერ ამცირებს კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას

C ვიტამინის გამოყენება 68 %-ით ამცირებს კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას – ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც 100-მდე სხვადასხვა კვლევა გააანალიზა - აღნიშნულია ჟურნალში Nutrients.

ანალიზის პროცესში მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ C ვიტამინი აადვილებს Covid-19-ის მიმდინარეობას, შესაბამისად, ამ ვიტამინის გამოყენება ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

"იმისათვის, რომ შევამციროთ მართვით სუნთქვაზე მძიმე პაციენტთა ყოფნის დღეები და გავაუმჯობესოთ მათი მდგომარეობა, აუცილებელია მათ ყოველდღიურად 6-დან 24 გრამამდე ვიტამინი C მივცეთ"- აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი - ანიტრა კაპი.

მისივე განმარტებით - "მძიმე ინფექციისას ადამიანის ორგანიზმი   C ვიტამინის დიდ რაოდენობას მოიხმარს, თანაც - ძალიან სწრაფად, იმისათვის რომ შეუნარჩუნოს იმუნურ სისტემას ფუნქციობის შესაბამისი დონე. ადამიანი სხვა ბევრი ბიოლოგიური არსების მსგავსად ვერ აწარმოებს, ვერ გამოიმუშავებს C ვიტამინს. ამ ვიტამინის წარმოქმნა-გამომუშავების უუნარო ბევრი ცხოველი - პრიმატები, ზღვის გოჭები, ღამურები ასევე მიმღებლობენ კორონავირუსს და მძიმედაც ავადობენ."

მეცნიერთა დასკვნა გამყარებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მწოლიარე COVId-პაციენტთა მონაცემებით, მათ უმრავლესობას C ვიტამინის მნიშვნელოვანი დეფიციტი აღენიშნება.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, აღმოსავლეთ ვირჯინიის სამედიცინო სკოლის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი - პოლ მარიკი ასევე ადასტურებს C ვიტამინის გამოყენების აუცილებლობას ანტიკოაგულანტებთან და სტეროიდებთან ერთად COVId-19-ის მძიმე ფორმების მკურნალობისას.

"ამ გზით შესაძლებელია სიკვდილიანობის შემცირება COVId-19-ის მძიმე მიმდინარეობისას "- აღნიშნავს პროფესორი პოლ მარიკი.

რედაქციისგან: გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ვიტამინის აღნიშნულ დოზებზე საუბარია მხოლოდ უმძიმესი პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ეს არის ერთ-ერთი კლინიკური კვლევით მიღებული დასკვნა და არა ზოგადი რეკომენდაცია. დაუშვებელია C ვიტამინის დიდი დოზებით თვითნებურად მიღება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში.