4 კვლევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებისას აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ | Allnews.Ge

4 კვლევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებისას აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ

რა ანალიზების გაკეთება ხდება საჭირო კორონავირუსით ინფიცირების დროს? - ამ საკითხზე ​ექიმი რეზიდენ​ტი ნანა სხილაძე თავის ბლოგში წერს. როგორც ექიმი აღნიშნავს, კოვიდინფიცირების დროს საჭიროა შემდეგი ანალიზების გაკეთება:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • C-რეაქტიული ცილა
  • D-დიმერი
  • კოაგულოგრამა

​სისხლის საერთო:​ სისხლის საერთო ანალიზში კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით უმეტესად მნიშვნელოვანია:​

ლეიკოციტური - ნორმის საზღვრები N (4.4 - 11.3 )

ლეიკოციტები სისხლში წარმოდგენილია სხვადასხვა სახით:​ ესენია:​ ნეიტროფილებით - ნორმის საზღვრები N (50 - 70) ეოზინოფილებით - ნორმის საზღვრები H (0 - 5) ბაზოფილებით - ნორმის საზღვრები N (0 - 1)აგრანულოციტებით (ლიმფოციტები ნორმის საზღვრები N (20 - 40) და მონოციტები ნორმის საზღვრები - N (4 - 10).​თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დაავადების დროს მათი რაოდენობა იცვლება.

​​ნეიტროფილების მომატება ინფექციების, ანთებითი პროცესების, სისხლის დაავადებების, ოპერაციების შემდეგ შეინიშნება. მათი ახალგაზრდა ფორმების მომატებას ფორმულის მარცხნივ გადახრას უწოდებენ. რაც უფრო მწვავეა პროცესი, მით უფრო მკვეთრია გადახრა.

​ნეიტროპენიას - (ნეიტროფილების ნაკლებობას) იწვევს ვირუსული დაავადებები, თირეოტოქსიკოზი და სხვა.

​ეოზინოფილები - იმატებს ალერგიული პროცესების, ჰელმინთოზების დროს. ტრავმისა და სტრესის ფონზე ყალიბდება ანეოზინოფილია (სისხლში ეოზინოფილების არარსებობა).

​ლიმფოციტების დიდი რაოდენობით სისხლში გადმოსვლა ხდება ვირუსული პროცესების, სისხლის დაავადებების, ტუბერკულოზის დროს და სხვა.

​ლიმფოციტოპენია (ლიმფოციტების შემცირება) ვითარდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობის, რადიაციული ზემოქმედების შედეგად.

​მონოციტები - სისხლის ყველაზე დიდი უჯრედებია. ისინი ანადგურებენ ცოცხალ და მკვდარ მიკრობებს, ანტიგენ-ანტისხეულების კომლექსებს, რომლებიც ვირუსებთან, ბაქტერიებსა და მათ ტოქსინებთან ბრძოლისას წარმოიქმნება. მათი რაოდენობა იმატებს სეპტიკური პროცესების, ლორწოვანის გაღიზიანების დროს.

​მონოციტოპენია (მონოციტების შემცირება) ყალიბდება სიმსივნური პროცესების უკანასკნელ ეტაპზე.

​თრომბოციტები სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედებია. წარმოიქმნება ძვლის ტვინში და ცოცხლობს 7-10 დღე. მონაწილეობს სისხლის შედედებაში, აქვს ანგიოტროფული ფუნქცია, ახდენს შედედების ფაქტორების ტრანსპორტირებას, უზრუნველყოფს სისხლძარღვის სპაზმს.

​თრომბოციტოპენია - (თრომბოციტების ნაკლებობა) თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება.

​თრომბოციტოპათია - მათი ფუნქციის დარღვევა სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს.

​თრომბოციტოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით თრომბიციტებს. თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში. თუ მდგომარეობა გამოწვეულია სხვა დაავადებით, მაგალითად ინფექციით, მას რეაქტიული თრომბოციტოზი ანუ მეორადი თრომბოციტემია ეწოდება.

​ექიმმა შეიძლება თრომბოციტოზი აღმოაჩინოს სისხლის საერთო ანალიზის შედეგად. თუ სისხლის ანალიზი გიჩვენებთ თრომბოციტოზს, მნიშვნელოვანია დადგენა რეაქტიულია თრომბოციტოზი თუ ესენციური, რომლის დროსაც უფრო დიდი რისკია თრომბების წარმოქმნის.

  • ​C რეაქტიული ცილა (CRP)

​CRP არის მწვავე ფაზის რეაქტანტი, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ანთების დროს. ანთების დროს ორგანიზმში გამოყოფილი CRP ააქტიურებს კომპლემენტს, რასაც შემდგომში მოყვება ფაგოციტოზი მაკროფაგების მიერ.

​რატომ კეთდება CRP-ს ტესტი?

​CRP-ს ძირითადად იყენებენ ორგანიზმში ანთებითი პროცესის მიმდინარეობის დასადგენად. CRP აგრეთვე გამოიყენება სისტემური დაავადებების მიმდინარეობის შესაფასებლად (მაგ; რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტები), ასევე ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობის დასადგენად.

​როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?

​სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი. X

​რას ნიშნავს მომატებული CRP?

​ტესტის დადებითი შედეგი ორგანიზმში ანთების მანიშნებელია.

​CRP მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:

ინფექციებინაწლავის ანთებითი დაავადებებირევმატოიდული ანთებარევმატოიდული ცხელება

​(საჭირო ინფორმაცია) - CRP მატულობს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და კონტრაცეფტივების მიღების შემდეგ. ნორმის საზღვრებია: CRP mg/L H(<5)

  • ​D-დიმერი

​D-დიმერი არის ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი, პატარა ზომის ცილის ფრაგმენტი, რომელიც სისხლში კოლტის დაშლის შედეგად ჩნდება.

​D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.

​რატომ კეთდება D-დიმერის ტესტი?

​D-დიმერის ტესტი კეთდება ორგანიზმში თრომბის არსებობის გამოსარიცხად.

​D-დიმერის ტესტი გამოიყენება საშუალო და დაბალი რისკის მქონე პაციენტებში (თრომბის განვითრების თვალსაზრისით) პულმონური ემბოლიისა და ღრმა ვენური თრომბოზის გამოსარიცხად.

​როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?

​სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი.

​რას ნიშნავს მომატებული D-დიმერი?​ D-დიმერი ნორმაში <400ng/ml

​მომატებული D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.

​D-დიმერი მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:​

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია; ღრმა ვენური თრომბოზი; DIC - სინდრომი (დისემინებული, ინტრავასკულური კოაგულაცია) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხძარღვებში სისიხლის მიმოქცევის დარღვევა, ფიბრინოლიტიკური და სისხლის მიმოქცევის სისტემის კომპონენტების გამოფიტვა, თრომბოზისკენ და სისხლის შედედებისკენ მიდრეკილება, ორგანოებში მიკროცირკულაციის დარღვევა, რასაც მივყავართ მისი დისტროფიისა და დისფუნქციისკენ.აორტის განშრევება; ღვიძლის კარის ვენის თრომბოზი​ კოაგულოგრამა​ კოაგულოგრამა მნიშვნელოვან ინფორმაციას გავწვდის: სისხლდენების,ქირურგიული ჩარევების,თრომბოზების განვითარებისა და მათი პროფილაქტიკის, სისხლძარღვოვანი დაავადებების, ღვიძლის დაავადებების, ინსულტებისა და ინფარქტების დროს.

​გარდა ამისა, ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას ის ეხმარება ექიმს, სწორად შეურჩიოს პაციენტს ანტიკოაგულანტის დოზა. ასევე კოაგულოგრამით ფასდება თრომბოზის რისკი ორსულობისა და პერორალური კონტრაცეპტივების მიღების პერიოდში. ამ დროს რეკომენდებულია კვლევის 3 თვეში ერთხელ ჩატარება. პროფილაქტიკის მიზნით კოაგულოგულოგრამის ჩატარების სიხშირე პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდებისთვის ის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ხანდაზმულებისთვის - 6 თვეში ერთხელ.​

  • რა მაჩვენებლებს მოიცავს კოაგულოგრამა?​

კოაგულოგრამა მოიცავს:

​აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT); APTT - ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული ტესტია სისხლის შედედების სისტემაზე წარმოდგენის შესაქმნელად. ნორმის საზღვრები - L (24.3 - 36.9)პროთრომბინის დროს (PT); (ნორმის საზღვრები) H (9.1 - 12.1)პროთრომბინის ინდექსს (PI); ნორმის საზღვრები - L (>70)(INR); ნორმის საზღვრები H(0.9 - 1.2)ფიბრინოგენის კონცენტრაციას; ნორმის საზღვრები H(2.2 - 4.9).

ჯანმრთელობას გისურვებთ!