იტალიელმა ცოლთან ჩხუბის შემდეგ "დასაწყნარებლად" 450 კილომეტრი ფეხით გაიარა | Allnews.Ge

იტალიელმა ცოლთან ჩხუბის შემდეგ "დასაწყნარებლად" 450 კილომეტრი ფეხით გაიარა

იტალიის ქალაქ კომოს მკვიდრმა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ გასეირნება გადაწყვიტა და ერთი კვირის შემდეგ სახლიდან 450 კილომეტრში აღმოჩნდა.

მამაკაცი დააკავეს ქალაქ ფანოში, კომენდანტის საათის დარღვევის გამო, როდესაც იგი ღამის 2 საათზე "უმიზნოდ დახეტიალობდა" . 48 წლის სახლიდან გამოქცეულის თქმით, მან ვერ გააცნობიერა გავლილი მანძილი და გზაში შემხვედრ ხალხს საჭმელი სთხოვა.

როგორც პოლიციამ გაარკვია, ერთი კვირის წინ მეუღლესთან ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც აღელევებული მამაკაცი ქუჩაში გავიდა, რომ ნერვები დაეწყნარებინა და გაქრა. მისმა მეუღლემ გაუჩინარების შესახებ განცხადება შეიტანა.

ფანოში დაღლილი მამაკაცი სასტუმროში მოათავსეს და გამოკვებეს. მეორე დღეს იგი მეუღლემ წაიყვანა.

როგორც გაზეთი წერს, სავარაუდოდ გაქცეულმა უნდა გადაიხადოს სასტუმროს გადასახადი და 400 ევრო ჯარიმა კარანტინის დარღვევისთვის. ამ ამბავს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მამაკაცს "იტალიელი ფორესტ გამპი" უწოდეს.