კორონავირუსით რეინფიცირება - როგორ ხდება მისი ზუსტი დადგენა, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს პაციენტებში და რას აჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა? | Allnews.Ge

კორონავირუსით რეინფიცირება - როგორ ხდება მისი ზუსტი დადგენა, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს პაციენტებში და რას აჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა?

ბოლო პერიოდში კორონავისრუსით ხელახალი დაინფიცირების რისკების შესახებ მსჯელობა გააქტიურდა. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ამ დროითვის, საქართველოში covid-19-ით რეინფიცირების 3 შემთხვევა გამოვლინდა.

მისი თქმით, ვირუსი გადატანის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულები, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს ხელახალი დაინიცირების თავიდან ასაცილებლად.

4 დეკემებრს მედიასთან გაკეთებული განცხადებით, საქართველოში რეინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია დააზუსტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

რა ვიცით ახალი კორონავირუსით რეინფიცირების საკითხის შესახებ და როგორია ამ მხრივ მონაცემები მსოფლიოში? - Ambebi.ge ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა:

- რეინფიცირების რისკი, ცხდია, არსებობს, მაგრამ ძალიან მცირეა ამის შანსი. მსოფლიო ლიტერატურას თუ გადავხედავთ, სულ ერთეული შემთხვევებია გამოვლენილი. საქმე იმაშია, რომ ამის დადასტურება მარტივად არ ხდება და მას სერიოზული ლაბორატორიული კვლევები სჭირდება. არის ასეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტს PCR ტესტით დაუდასტურდა covid-19, შემდეგ ის გამოჯანმრთელდა და მაგალითად ორ თვეში დაეწყო სხვა რესპირატორული სიპმტომები, თუ ისევ ჩაიტარებს ტესტს კორონავირუსზე, დიდი შანსია ტესტმა აჩვენოს დადებითი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოხდა რეინფექცია. შეიძლება ძველი ვირუსი ისევ ცირკულრებდეს, ეს იყოს ძველი ვირუსის ნარჩენები და სინამდვილეში პაციენტს ჰქონდეს სულ სხვა ვირუსი, მაგალითად იყოს უბრალოდ გაციებული.

- როგორ უნდა მოხდეს რეინფიცირების შემთხვევის უტყუარად დადასტურება?

- ამისთვის საჭიროა როგორც ძველი, ისე ახალი ვირუსის გენეტიკური გაშიფვრა და შედარება ერთმანეთთან. თუ წინა ვირუსისგან განსხვავებული გენეტიკური აგებულება აქვს ახალი დაინფიცირების გამომწვევ ვირუსს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რეინფიცირება. რაც ბატონმა თენგიზმა განაცხადა, ამის შესახებ მეც მხოლოდ მედიით ვიცი. ალბათ ჩატარდა შესაბამისი კვლევები და ამის საფუძველზე ითქვა, რომ საქართველოში გამოვლენილია რეინფექციის შემთხვევები.

- ზოგადად, რამდენად შეიძლება ახასიათებდეს ამ ვირუსს რეინფიცირება? არსებობს პოპულარულ მოსაზრება, თითქოს, გამოჯანმრთელებული პაციენტი ხელახალი დაინფიცირებისგან რამდენიმე თვით დაცულია...

- ეს მოსაზრება არსაიდან მოდის. ჯერ რთულია, მტკიცებითი ფორმით საუბარი იმაზე, თუ რამდენ ხანს გვიცავს ანტისხეულები. 1 წელი გავიდა ამ ვირუსის არსებობისგან და რაღაც გამოცდილება გვაქვს. ჯერჯერობით სულ ერთეული შემთხვევებია რეინფიცირების. მცირეა ამის შანსი. ამასთან, თუ პარალელს გავავლებთ უკვე შესწავლილ მის მონათესავე კორონავირუსებთან, SARS-ს და MERS-სს ვგულისხმობ, ამ ვირუსს გადარჩენილებს 2-3 წელი ჰქონდათ იმუნიტეტი. მაგრამ ეს მაინც ვარაუდებია. სანამ არ გავა ცოტა მეტი დრო და არ ვნახავთ, რომ ადამიანებს იმუნიტეტი შეუნარჩუნდათ, რამის გადაწყვეტით თქმა შეუძლებელია.

- უცხოურ ლიტერატურაში მოყვანილი რეინფიცირების შემთხვევების მახასიათებლების შესახებ რას გვეტყვით? როგორ მიმდინარეობს დაავადება განმეორების შემთხვევაში?

- რამდენიმე "ქეისს" გავეცანი და არ არის რაიმე კანონზომიერება, რომ შემდეგ ეპიზოდი ან მძიმე იყოს ან მსუბუქი, რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია და სიახლე არ გამოკვეთილა ამ მხრივ. თუ ავიღებთ გადავხედავთ არსებულ გამოცდილებას და სხვა კორონავირუსების შემთხვევებს, ხელახალი დაინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქია ხოლმე.