გაერომ მარიხუანა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალიდან ამოიღო | Allnews.Ge

გაერომ მარიხუანა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალიდან ამოიღო

გაეროს კომისიამ, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, მარიხუანას მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების სიიდან ამოღებას დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომისიამ კენჭი უყარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას კანაფისა და კანაფის ფისის ნარკოტიკული საშუალებების 1961 წლის კონვენციის IV დანართიდან ამოღების შესახებ, სადაც ის ჰეროინთან და სხვა სინთეტურ ნარკოტიკულ პრეპარატებთან ერთად იყო დასახელებული.

კომისიამ გადაწყვეტილება 27 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო, ერთმა წევრმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ კომისიის გადაწყვეტილებით მარიხუანა რჩება კონვენციის I დანართში იმ ნარკოტიკული საშუალებების გვედით, რომლებიც მკაცრ საერთაშორისო კონტროლს მოითხოვენ. მარიხუანასთან ერთად ჩამონათვალში ასევე შედის კოკაინი, ფენტანილი, მორფინი, მეტადონი, ოპიუმი და ოქსიკოდონი.

myquiz