რამდენ ხანს ცოცხლობს კორონავირუსის ანტისხეულები | Allnews.Ge

რამდენ ხანს ცოცხლობს კორონავირუსის ანტისხეულები

აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები, COVID-19-ის გადატანის შემდეგ, დასნებოვნებიდან დაახლოებით სამი თვე რჩებიან ორგანიზმში. რადგანაც ბევრი მედიკოსი ინფიცირებულების სამკურნალოდ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის პლაზმის გამოყენებას გვირჩევს, ისმის კითხვა: როდის უნდა მოხდეს სისხლის აღება, მაქსიმალური რაოდენობის ანტისხეულების მისაღებად. მეცნიერების აზრით, სისხლის აღება მაქსიმალურად ადრე უნდა მოხდეს.

ასეთია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ანტისხეულებზე დაკვირვების შედეგები. ექსპერტების აზრით, ანტისხეულების არსებობის ხანმოკლე დროის გამო, კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბება ნაკლებად მოხდება. ამასთან ცნობილია, რომ კორონავირუსი ხელს უშლის იმ უჯრედების ჩამოყალიბებას, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლია მის მიმართ ანტისხეულების გამომუშავება.

15 კორონავირუსგადატანილი პირის კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულების კონცენტრაცია ნახევრამდე მცირდებოდა სამი კვირის განმავლობაში. 3-4- თვის შემდეგ კი SARS-COV-2 -ის მიმართ ანტისხეულები თითქმის სრულად ქრებოდა.