რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს საჭმლის მომზადება? | Allnews.Ge

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს საჭმლის მომზადება?

რისთვის უნდა ვასწავლოთ ბავშვს საჭმლის მომზადება? იქნებ ეს არც გამოადგეს? იქნებ იმ დროისთვის, როდესაც ის სრულწლოვანი გახდება და ცალკე გადავა საცხოვრებლად, სულაც აღარავინ ამზადებდეს სახლში საჭმელებს. ყველაფერი მზა გაიყიდება.

როდესაც ბავშვს ვასწავლით კერძის მომზადებას, ვამცირებთ დამოკიდებულებას დედასთან. მნიშვნელოვანია ის, რომ არ გავაგდოთ ბავშვი სამზარეულოდან: "წადი, ხელს ნუ მიშლი". სწავლის დაწყება სჯობს მაშინ, როდესაც ბავშვს თვითონ აქვს სურვილი სამზარეულოში იტრიალოს დედასთან ერთად.

კარტოფილის ღვეზელების, ნამცხვრების და პელმენების მომზადება არა მხოლოდ წვრილი მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ემოციური მიჯაჭვულობის განმტკიცებაცაა. სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეიძლება ვანდოთ სტაფილოს გახეხვა სუპისთვის, კვერცხის გაფცქვნა, ნელ-ნელა, ასაკის მატებასთან ერათად უკვე შეეძლება რამდენიმე სახეობის კერძის მომზადება დამოუკიდებლად.

წარმოგიდგენიათ, როგორ იამაყებს ბავშვი მაშინ, როდესაც მთელ ოჯახს მოუმზადებს საუზმეს? მშობლების და ოჯახის წევრების შექება კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება სამზარეულოში ახალ-ახალი მწვერვალების დასაპყრობად. მას გაუჩნდება შემოქმედებითი აზარტი. მაგ: ორცხობილას გაუკეთოს თვალები, ცხვირი, პირი, ყურები და სხვ. ასე რომ ნუ გაიყვანთ ბავშვს სამზარეულოდან და დაიხმარეთ ის თქვენს საქმიანობაში!

myquiz