რამდენი ლარით გაიზრდება პანსია 2021 წლის იანვრიდან? | Allnews.Ge

რამდენი ლარით გაიზრდება პანსია 2021 წლის იანვრიდან?

2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიები იზრდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.

კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში მიმდინარე წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად განისაზღვრა, რომ 2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას სახელმწიფო პენსია გაეზრდება ყოველწლიურად, კანონმდებლობით დადგენილი ფორმულის მიხედვით, კერძოდ: