დაწესებულებები, რომელსაც დღეიდან მოქმედი არცერთი შეზღუდვა არ ეხება | Allnews.Ge

დაწესებულებები, რომელსაც დღეიდან მოქმედი არცერთი შეზღუდვა არ ეხება

დღეიდან, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს.

გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

თუმცა, არის რიგი ობიექტები, რომლებსაც შეზღუდვა არ შეეხება. კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვების გარეშე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ:

  • აგრარული ბაზრობები და ბაზრები;
  • სურსათის მაღაზიები;
  • ზოომაღაზიები;
  • საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის საშუალების მაღაზიები;
  • აფთიაქები;
  • ბანკები და საფინანსო დაწესებულებები;
  • სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები;
  • ყველა სახის სამრეწველო წარმოებები;
  • მშენებლობები,
  • ყველა სახის სისტემური ორგანიზაციები, როგორიცაა წყლის დენის, გაზის მომარაგება;
  • სამედიცინო სექტორი სრულად აგრძელებს მუშაობას;
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისები;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისები;
  • პრესის ჯიხურები;
  • დელივერისა და გატანის სერვისის კომპანიები.