სად ხდება ინფიცირება ყველაზე ხშირად - რა რეკომენდაციას გვაძლევენ მეცნიერები? | Allnews.Ge

სად ხდება ინფიცირება ყველაზე ხშირად - რა რეკომენდაციას გვაძლევენ მეცნიერები?

აშშ-ში მკვლევარებმა კომპიუტერული მოდელირების დახმარებით დაადგინეს, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქებში, თუ ხელისუფლება შეზღუდვებს არ დააწესებდა, ადამიანები კი თვითიზოლაციის წესებს არ დაიცავდნენ. მათ დაასკვნეს, რომ ამ შემთხვევაში მოსახლეობის 30% ვირუსით დაინფიცირდებოდა.

კვლევის ავტორთა თქმით, ადამიანები ყველაზე ხშირად ინფიცირდებიან რესტორნებში, სპირტულ დარბაზებში, სასტუმროებსა და კაფეებში და თუ ადამიანები ამ დაწესებულებებში სტუმრობისგან თავს შეიკავებენ, ზამთრის პერიოდში ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

მკვლევართა აზრით, თუ მთელი ქვეყნის ეკონომიკის გაჩერება შეუძლებელია, ასეთი ადგილების მუშაობა და იქ მომხმარებელთა თავშეყრა მაინც უნდა შეიზღუდოს.