რა შესძინა კორონავირუსს ახალმა მუტაციამ - გენეტიკოსების კვლევა | Allnews.Ge

რა შესძინა კორონავირუსს ახალმა მუტაციამ - გენეტიკოსების კვლევა

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინეს, რომ დღეისათვის კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული მუტაცია -D614G - ვირუსს უფრო გადამდებს ხდის ცხვირ-ხახაში, ხორხსა და ზედა სასუნთქ გზებში. ზოგადად, კორონავირუსი ისეთივე სიჩქარით განიცდის მუტაციას, როგორც გრიპი.

პირველი სეზონური მუტაცია დაფიქსირდა ა.წ. მარტში, როდესაც ევროპის ტერიტორიაზე გავრცელდა შ გენის მუტირებული ახალი შტამები. ეს გენი მართავს ვირუსის ზედაპირული ცილების წარმოებას, რაც აუცილებელია ვირუსის უჯრედში შესაღწევად. აღნიშნული D614G - მუტაცია დედამიწაზე ამჟამად ცირკულირებული კორონავირუსის პრაქტიკულად ყველა ვარიაციას აქვს, რაც ვირუსის გადადების მაჩვენებელს 2,5-დან 8-მდე ზრდის.

მღრღნელებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის მუტირებული ვერსია უფრო აქტიურად მრავლდებოდა, რაც ფიქსირდებოდა ინფიცირებიდან მეორე დღესვე. მეოთხე-მეხუთე დღეს, ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა ცხოველების ზედა სასუნთქ გზებში რამოდენიმე ათეულჯერ მეტი იყო, საკონტროლო ჯგუფის ცხოველებთან შედარებით.

მეცნიერები ასევე ერთდროულად ასნებოვნებდნენ ცხოველებს მუტირებული და არა მუტირებული ვირუსებით. დასნებოვნებიდან პირველ კვირაში D614G მუტაციის ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა მღრღნელებში 1,5-დან 2,5 -ჯერ უფრო მეტი იყო. შესაძლებელია მუტაცია ვირუსს უფრო სტაბილურს ხდის გარემოს არასასურველი პირობების მიმართ, მოქმედებს ანტისხეულების და კორონავირუსულ ნაწილაკებს შორის რეაქციაზე, ან ვირუსს ხდის იმუნიტეტისთვის შეუმჩნეველს. მნიშვნელოვანია, რომ მუტაცია ვირუსს არ აქცევს უფრო საშიშად და სახიფათოდ.