5 შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის აღზრდის დროს უშვებენ | Allnews.Ge

5 შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის აღზრდის დროს უშვებენ

ბავშვის აღზრდა დიდი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია, მაგრამ აღზრდის ზოგიერთი წესი ყველასთვის ერთია. მშობლებმა ეს უნდა იცოდნენ!

1. ჰიპერმზრუნველობა

ასაკობრივ ზრდასთან ერთად ბავშვები სულ უფრო შორდებიან მშობლებს. უფრო ხშირად მეგობრებთან ერთად ატარებენ დროს, შემდგომ კი რჩეულთან ერთად. რა თქმა უნდა, მშობლები ღელავენ, თუ რა წრეშია, ვის ემეგობრება, რითია დაკავებული და ა.შ. მაგრამ ზედმეტად მზრუნველი და ავტორიტარული მშობლების შვილებს ხშირად უვითარდებათ შფოთვითი აშლილობა, მათ ეშინიათ შეცდომების დაშვების და გადაწყვეტილების მიღების.

2. პრობლემის გადაწყვეტა მის ნაცვლად

ზოგიერთი მშობელი შვილის მაგივრად აკეთებს საშინაო დავალებებს, აგვარებენ ბავშვის პრობლემებს სკოლაში, ერევიან და "აგვარებენ" თანაკლასელებს შორის კონფლიქტს. ამასობაში ბავშვები იზრდებიან და ჰგონიათ, რომ ვერ გაუმკლავდებიან პრობლემებს. ამით თვითშეფასება უქვეითდებათ და იწყება ფსიქოლოგიური პრობლემები.

3. გაუფასურება

ხშირად ეს ეხება ბავშვის ემოციურ რეაქციას. მაგალითად, როდესაც ბავშვს უფუჭდება (უტყდება) საყვარელი ლარიანი სათამაშო, ამან შეიძლება ძალიან დაასევდიანოს ის. ამ დროს კი მშობლები ეუბნებიან, რომ არა უშავს, ახალს უყიდიან. ან როდესაც ის თავის პირად ბავშვურ პრობლემას განიცდის, უიოლებენ, თითქოს ეს ისეთი არაფერია. როდესაც ბავშვი ყოველ ჯერზე ასეთ რეაქციას ღებულობს, ის სწავლობს ემოციების დაფარვას.

4. არასტაბილურობა

ზოგიერთი მშობელი აფექტის მდგომარეობაში პირდება პლანშეტის წართმევას, მაგრამ ამას არ აკეთებს. უწესებენ საზღვრებს და თვითონვე არღვევენ. ბავშვი ეჩვევა, რომ თავის ქცევას სასჯელი არ მოჰყვება. ამიტომ "სახლში დაღამებამდე დაბრუნება" შეიძლება არ გაითვალისწინოს.

5. გადაჭარბებული განებივრება

თუ ბავშვს გამუდმებით არწმუნებენ, რომ ის ყველა დანარჩენზე უკეთესია და ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს, ეს ძალიან მოქმედებს მის თვითშეფასებაზე და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, ყველა მშობელს უნდა, საუკეთესო მისცეს საკუთარ შვილს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ნაკლებ ტრავმული გზით.

ჩამოთვლილი თვისებები ძირითადად იმ მშობლებს ახასიათებთ, რომლებიც ავტორიტარული აღზრდის მომხრენი არიან და შვილთან მეგობრობაზე მეტად, მბრძანებლის პოზიციაში არიან. ემეგობრეთ ბავშვებს, მოეფერეთ, გაიზიარეთ მათი განცდები და დაეხმარეთ, თუმცა აცალეთ, თავადაც ისწავლოს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა.

myquiz