წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია | Allnews.Ge

წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია

თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

გათავისუფლებულია ყველა მძევალი.

"რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლადაა გათავისუფლებული და შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია",- განაცხადა სირაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში "ემ - ბი - სი" რამდენიმე საათის წინ პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელს 11 მძევალი ჰყავდა.